აქტივობები

მზიან აჭარაში, სადაც სასიამოვნოდ დაისვენებთ შავ ზღვაზე  და  წყლის სხვადასხვა ტრანსპორტითაც გაისეირნებთ, მთა, ტბა და მდინარეც ბევრია, რომელთა მახლობლად უამრავი აქტივობაა მოწყობილი თქვენი გართობისა და ადრენალანის დონის ასამაღლებლად. მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დასვენებისას, ნებისმიერი შესაძლებლობისა თუ გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის საყვარელ საქმიანობას. ლაშქრობა, ჯომარდობა, დაივინგი, ზიპლაინი, ფრინველებზე დაკვირვება, თევზაობა, ტბაზე ნავით თუ უბრალოდ, ველოსიპედით გასეირნება-არჩევანი მხოლოდ თქვენზე და თქვენს ფანტაზიაზეა!