ლაშქრობა

აღწერა

მაჭახელას ეროვნული პარკი:
ბათუმიდან 30 კილომეტრში მდებარე მაჭახელას ხეობა, ლაშქრობისთვის  ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა აჭარაში.

მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 3 ტურისტული ბილიკი ფუნქციონირებს:

1) მთავარანგელოზის მთის ბილიკი - სამანქანო მარშრუტი (5კმ.)  სოფ. სინდიეთიდან იწყება და  სოფლის ბოლო მოსახლის ეზოსთან მთავრდება. აქედან მთავარანგელოზის მთამდე  საფეხმავლო ბილიკი (4,1 კმ.) ადის, რომელიც  გზად ტყის მასივებს, მთის ნაკადულებს და წყაროებს გაივლის.
2) ქოქოლეთის ბილიკი - სამანქანო მარშრუტი (9 კმ.) ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება,  რომელიც სოფ. ქოქოლეთის ბოლო მოსახლის ეზომდე მიემართება და საფეხმავლო ბილიკით (6 კმ.) გრძელდება  კოლხური ტიპის ტყეში.  ბილიკი სასაზღვრო ზოლთან ახლოს გადის, შესაბამისად, აუცილებელია საშვი. საშვის ასაღებად, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციას უნდა დაუკავშირდეთ, ტურის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
3) ტყუპი ჩანჩქერის ბილიკი - მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება,10,3 კმ.-იან სამანქანო გზას გაივლის და  სოფ. ზედა ქოქოლეთისკენ მიემართება, საიდანაც საფეხმავლო ბილიკი  ტყუპი ჩანჩქერის მიმართულებით გრძელდება.

მტირალას ეროვნული პარკი:
მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. პარკში ორი სალაშქრო ბილიკია:
1) წაბლნარის წრიული ბილიკი (7 კმ.) იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და  მდინარე ჩაქვისწყლის  ხეობას მიუყვება. ბილიკზე შეგხვდებათ შემდეგი  ღირსშესანიშნაობები: ზიპლაინი, ჩანჩქერი, ტბა.
2) ცივწყაროს ბილიკი (16 კმ.) ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება (ზ.დ 260 მ.) და ზ.დ.-დან 1 250 მეტრზე სრულდება. მარშრუტის გავლისას, გზად გვხვდება ჩანჩქერი, ტბა, საპიკნიკე, კოლხური ტყე, ბუნებრივი წყაროები.

კინტრიშის ეროვნული პარკი:
კინტრიშის ეროვნული პარკი რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება,  რომელიც ორ, სხვადასხვა სირთულის,  მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს გთავაზობთ:
1) თამარის თაღოვანი ხიდი (1 კმ.) - მარშრუტი იწყება მდინარე კინტრიშის ქვის თაღოვანი ხიდიდან და გრძელდება ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე.
2) უთხოვარი და ტბა ტბიყელი - (2 დღე, 37 კმ.) მარშრუტი იწყება სოფ. დიდვაკეში, ცხემვანის ვიზიტორთა თავშესაფრიდან, დიდხნოვანი უთხოვრისკენ მიემართება, ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებისკენ გრძელდება და ტბიყელის ტბასთან სრულდება (მეორე დღე საჭიროა ცხემვანის ვიზიტორთა თავშესაფართან დასაბრუნებლად).

ქობულეთის ეროვნული პარკი
ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრში მდებარეობს.  ტორფნარზე 3 ტურისტული ბილიკია:
1. ისპანი 2 -  ბილიკი 500 მეტრიანია, რომელიც  პარკის შესასვლელიდან გადასახედ კოშკამდე მიემართება.
2. თეთრი ხავსი - (1 კმ.) აღნიშნულ ბილიკზე თქვენ ნახავთ საქართველოს ფლორის იშვიათ სახეობებს.
3. დროზერას ბილიკი - (1 კმ.) ამ ტურისტული მარშრუტით ვიზიტიორს შეუძლია მოინახულოს ისპანი I, რომელიც  ანთროპოგენულად ძლიერ სახეშეცვლილ ჭარბტენიანი ლანდშაფტის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

 თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი:
მარშრუტის საერთო სიგრძე - 9 კმ. თაგო - სხალთის საფეხმავლო მარშრუტი ხულოს ცენტრიდან (ბათუმიდან 85 კმ.) იწყება  და სხალთის ხეობაში სრულდება (ბათუმიდან 82 კმ.). მოცემული მარშრუტის საინტერესო დეტალია საბაგირო, რადგან ამ ტრანსპორტით სარგებლობისას, თქვენს წინაშე გასაოცარი ხედები გადაიშლება. ბილიკის უმეტესი ნაწილი დაუსახლებელ, ტყიან ადგილებში გადის, თუმცა ტრადიცული აჭარული სოფლის მონახულების საშუალებაც გექნებათ. 

გობრონეთი:
სოფელი გობრონეთის შემოგარენში 12 კმ.-იანი  საინტერესო წრიული მარშრუტია ლაშქრობის მოყვარულებისთვის. მასზე მსვლელობისას მოინახულებთ ჩანჩქერს, კოლხურ ტყეს და ლატევრის მთის მიდამოებს. ბილიკის მეექვსე კილომეტრზე 22 მ. სიმაღლის ჩანჩქერს შეხვდებით. შემდეგი დანიშნულებაა ლატევრას მთა, რომელზე ასასვლელადაც 1 კილომეტრიანი ციცაბო მონაკვეთის გავლაა საჭირო. წრიული მარშრუტი ლატევრას მთიდან 5 კმ.-ის გავლის შემდეგ  სრულდება.

როგორ მოვხვდეთ

მაჭახელას ეროვნული პარკი:
1. მიკროავტობუსი №175: ბათუმი - ზედა ჩხუტუნეთი 12:30; 19:00; 20:00. ფასი: 2,5 ლარი. გასვლის ადგილი: ბონი, მაიაკოვსკის ქ. №3. ზედა ჩხუტუნეთი - ბათუმი 08:30; 15:00; 18:00 საათზე.
2. ტაქსი

 

მტირალას ეროვნული პარკი:
1. მიკროავტობუსი ბათუმი - ჩაქვისთავი (ვიზიტორთა ცენტრი)
სიხშირე: ორშაბათი, პარასკევი; ფასი:  3 ლარი; გასვლის ადგილი: ბათუმის ძვ. ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1. გასვლის დრო:  08:00; 17:50, დაბრუნების დრო: 09:30; 19:00*
2. მიკროავტობუსი ბათუმი - ხალა (ვიზიტორთა ცენტრამდე 9 კმ)
სიხშირე: ყოველდღე. ფასი: 1 ლარი. გასვლის ადგილი: ბათუმის ძვ. ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1. გასვლის დრო: 08:30; 11:30; 14:30; 17:50; დაბრუნების დრო: 09:20; 12:20; 15:20; 18:30.
*შენიშვნა: გრაფიკი ცვალებადია და საჭიროებს გადამოწმებას: +995 555 97 44 91 (მიკროავტობუსი „ჩაქვისთავი“); +995 593 14 87 69 (მიკროავტობუსი „ხალა“)
3. ტაქსი

კინტრიშის ეროვნული პარკი: 
1. სამარშრუტო ტაქსი: ბათუმი - ქობულეთი, მგზავრობის ღირებულება - 2 ლარი; 
2. მიკროავტობუსი (ქობულეთიდან სოფელ ჭახათამდე, ღირებულება 1,50 ლარი. ხანგრძლივობა 40 წთ.);
3. ტაქსი

ქობულეთის ეროვნული პარკი:

  1. სამარშრუტო ტაქსი: ბათუმი - ქობულეთი, მგზავრობის ღირებულება - 2 ლარი; ქობულეთში შეგიძლიათ ისარგებლოთ მუნიციპალური ტრანსპორტით.
  2. ტაქსი

 

თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი:
ბათუმი-ხულო: 08:00-19:00 (ყოველ 1 საათში); ბათუმი-სხალთა: 11:00, 15:00. გასვლა ბათუმის ძვ. ავტოსადგურიდან, მის.: მაიაკოვსკის ქ. №1 ტრანსპორტის განრიგი ცვალებადია, ამიტომ გირჩევთ გადაამოწმოთ ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93

გობრონეთი:
ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის. ქ. №1), მიკროავტობუსი - ბათუმი - გობრონეთი, 14:00 საათი
ტრანსპორტის განრიგი ცვალებადია, ამიტომ გირჩევთ გადაამოწმოთ ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93

გალერეა


სხვა აქტივობები