შუახევი

მანძილი ბათუმიდან: 65 კმ

ფართობი: 588კვ/კმ

მოსახლეობა: 22.600 ათასი.

www.shuakheni.ge

მესხეთისა და შავშეთის ქედებზე განლაგებულია ტიპიური აჭარული რაიონი შუახევი. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მიწათმოქმედებით, მეცხოველეობითა და თამბაქოს მოყვანით. ჭვანის  ხეობა, მარეთი, ნიგაზეული, გომარდული, ხაბელაშვილები და ნენია შუახევის მუნიციპალიტეტის გამორჩეული სოფლებია, სადაც შეიძლება ადგილობრივ საოჯახო  სასტუმროებში რამდენიმე დღით გაჩერება, აქვე მოაწყობთ ლაშქრობას ალპურ მდელოებზე. ტყეებში მოგზაურობის დროს შეიძლება შეგვხვდეთ შველი, ტახი და ტურა, ასევე იმოგზაურებთ ტიპიურ კავკასიურ ფოთლოვან და წიწვოვან  ტყეში.

თუ თქვენ შუახევში დასვენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დააგემოვნეთ ტრადიციული აჭარული კერძები, რომლის  ძირითადი ინგრედიენტი რძის პროდუქტებისგან შედგება და სთხოვეთ მასპინძლებს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი რაიმე განსაკუთრებული, ადგილობრივი კერძი მოგიმზადონ.

ძირითადი აქტივობები შუახევში:

1. მოაწყობთ ლაშქრობას ჯვარიმინდორის და ჩირუხის სამწყემსო სადგომებზე;
2. გასინჯავთ შუახევის  თამბაქოს (თუთუნი) და დაეხმარებით სტუმართმოყვარე მასპინძლებს თუთუნის მოსავლის აღებაში;
3. მოინახულებთ ფურტიოს  თაღოვან  ხიდსა და ოთოლთას ციხეს;
4. იჯირითებთ ცხენით კავკასიურ ტყეში.

 ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები შუახევში:

ციხესიმაგრეები: ნიგაზეული(XVIII); კავიანი(XII-XIII ); ოქროპირაული(XI-XII ); დარჩიძეები(XII-XII ს); ოთოლთა(XI-XIII ს); ჩანხალო (XII-XIII ); ცინარეთი(XI-XII ).
ხიდები: ხაბელაშვილების ხიდი(XIX ) და ვარჯანაულის  თაღოვანი ხიდი (XII).
ოლადაურის ეკლესია.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში პაპოშვილები, დარჩიძეები, და ჩირუხის მთაზე მდებარეობს საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შეძლებთ ღამისთევასა და რამდენიმე დღით დასვენებას, გაეცნობით ტრადიციული აჭარული  სოფლის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, დააგემოვნებთ ადგილობრივი  ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებულ უგემრიელეს კერძებს, ასევე მონაწილეობას მიიღებთ კულინარიულ მასტერ კლასებში.
ღამისთევა სამჯერადი კვებით - 50 ლარიდან.

საფეხმავლო მარშუტებია: ჭვანისა და მარეთის  ხეობებში, კავიანის ციხე, ასევე ხანგრძლივი მარშრუტი, რომელიც  შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს აკავშირებს.

ტრანსპორტი:
მიკროავტობუსი ბათუმი-შუახევი, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის ქ. №1); მგზავრობის ღირებულება - 4-5 ლარი; 
შიდა სასოფლო ტრანსპორტი კი გადის უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან.

 

ტურისტული სოფლები


სხვა მუნიციპალიტეტები