მთიანი აჭარა

თუ აჭარაში ერთხელ მაინც ყოფილხართ, შეხვდებოდით საკუთარ მხარეზე საოცრად შეყვარებულ ადამიანებს. აჭარის რომელი მუნიციპალიტეტიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, აუცილებლად დაგარწმუნებენ, რომ მათი საუკეთესო და რეგიონში პირველია. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში იმოგზაუროთ და საკუთარი შთაბეჭდილებებით აივსოთ.  ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო და ქობულეთი ერთმანეთისგან  სრულიად განსხვავებულ ტურისტულ პროდუქტებს შემოგთავაზებენ. თითოეული მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი მდიდარი კულტურითა და  ტრადიციებით, ასევე მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი  უგემრიელესი კერძებით. ახლოდან გაიცანი მრავალფეროვანი აჭარა!

რაიონები

ხუთი ულამაზესი სამთო მიმართულება აჭარაში