ხელვაჩაური

მანძილი ბათუმიდან  10 კმ.

ფართობი - 356 კვ/კმ

მოსახლეობა - 62  ათასი.

www.khelvachauri.ge    

მაჭახელა - ისტორიული ხეობაა. იგი ცნობილია თოფი მაჭახელასა და საოჯახო ხანჯლების ისტორიით, კულტურულ-ისტორიული ძეგლებითა და ეროვნული პარკით. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ძველი ხელოსნების შთამომავლებს და სწორედ მათგან შეიტყობთ მაჭახელას თოფისა და ხანჯლის დამზადების თავისებურებების შესახებ. ხეობაში შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის მონახულება. პარკი ზღვის დონიდან 300-350 მ- ის სიმაღლეზე მდებარეობს. მოგზაურობის მოყვარულებს შეუძლიათ მოაწყონ ექსკურსიები მაჭახელას ეროვნულ პარკის ორ, მთავარანგელოზისა(8.3კმ.) და ქოქოლეთის (6 კმ.) ტურისტულ საფეხმავლო  ბილიკზე. ხოლო ეთნოგრაფიის და ისტორიის მოყვარულები უნდა ეწვიონ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელიც განთავსებულია ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაში. მუზეუმში წარმოდგენილია ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი უნიკალური ექსპონატი.

ძირითადი აქტივობები ხელვაჩაურში:
1. გაისეირნებთ ველოსიპედით სოფელ მივეთში, სადაც დატკბებით სოფლის მშვენიერი ხედებით;
2. მოაწყობთ ექსკურსიებს გვარას ციხეზე, საიდანაც იშლება მთლიანი ხეობის მშვენიერი ხედები;
3. გაისეირნებთ მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ საფეხმავლო ტურისტულ ბილიკებზე;
4. გაისროლოთ მაჭახელას თოფიდან.

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები ხელვაჩაურში
1. მაჭახელას თოფის მონუმენტი; 
2. ცხემლარას თაღოვანი ხიდი (XII );
3. ქვის თაღოვანი ხიდი სოფელ მირვეთში: (XII); 
4. ქოქოლეთის  თაღოვანი ხიდი;
5. მახოს ხიდი;
6. ჩხერის ტაღოვანი ხიდი (IX-X);
7. მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი და ამბრაზურა; 
8. გვარას ციხე(VI);
9.  ჩიქუნეთის ციხე;
10. ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
11. წმინდა  სამების ეკლესია;
12. პანტელეიმონის სახელობის ეკლესია ორთაბათუმში;
13. ანდრია პირველწოდებულის სახელობის  შუასაუკუნეების ეკლესია;
14. ლაზების ეთნოგრაფიული მუზეუმი;

სოფლებში: ზედა და ქვედა ჩხუტუნეთი, კოსტანეთი, ჩიქუნეთი, მირვეთი, მაჭახელას ხეობა - შეგიძლიათ ღამისთევა საოჯახო სასტუმრო სახლებში ერთი ან რამდენიმე დღით, სადაც უკეთ შეიგრძნობთ ტრადიციული აჭარული სოფლის ხიბლს, დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს, მონაწილეობას მიიღებთ კულინარიულ მასტერკლასებში.

ღამისთევა სამჯერადი კვებით 40-50 ლარი.

მარკირებული  მარშუტები: მაჭახელას  თოფის  გზა, მარშუტები სოფლებში ჩიქუნეთსა და კოსტანეთში.

ტრანსპორტი:
მიკროავტობუსი ბათუმი-ხელვაჩაური, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის ქ. №1); მგზავრობის ღირებულება - 2-3 ლარი; 

ტურისტული სოფლები


სხვა მუნიციპალიტეტები