ჩვენ შესახებ

 

საიტი, რომელზედაც თქვენ ახლა შემოხვედით, ჩვენი გუნდის ერთობრივი შრომის შედეგად შეიქმნა, იმისათვის, რათა გაგიმარტივოთ მოგზაურობა აჭარის რეგიონში, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია როგორც სასიამოვნო, ასევე სირთულესთან დაკავშირებული ნიუანსების შესახებ. ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად განახლდება და შეივსება.

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.

 2019 წლიდან სააგენტო მარშრუტების და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მაღალმთიან აჭარაში.  რაც გულისხმობს საპიკნიკე ზონების, თავშესაფრების,  საფეხმავლო და ველო ბილიკების, ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების, კანიონინგის ინფრასტუქტურის და სხვა მასშტაბური პროექტების მშენებლობას.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო  ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: UNDP, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (Austrian Development Cooperation), CENN და ა.შ. ასევე მონაწილეობას იღებს მთის ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და სემინარებში.

დაგვემგზავრეთ აჭარაში!

ჩვენ შესახებ

ინფრასტრუქტურული პროექტები

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი

პროექტი ითვალისწინებს ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობას. ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ძეგლია აჭარაში, რომ ...

კავიანის ველო ბილიკი

კავიანის ველო ბილიკი

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების კლდისუბანი-კავიანის და ქედის მუნიცაპალიტეტის სოფლების დანდალო-ჯალაბაშვილებს შორის, ზღვის დონიდან 300-350მ. სიმაღლ ...

საპიკნიკე ინფრასტრუქტურა

საპიკნიკე ინფრასტრუქტურა

აჭარაში ბევრი საპიკნიკე ადგილია, როგორც ბათუმთან ახლოს, ასევე ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე. 2020 წელს სამ სხვადასხვა ადგილზე ახალი საპიკნიკე დ ...

ტურისტული თავშესაფარი ჯვარიმინდორზე

ტურისტული თავშესაფარი ჯვარიმინდორზე

მაღალმთიან აჭარაში ტურისტული თავშესაფრი მოეწყო.

პირველი ტურისტული თავშესაფარი მოეწყო შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორზე,  სოფელ ც ...

ღონისძიებები

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

გაიგე მეტი
ზაფხულის ფესტივალი

ზაფხულის ფესტივალი

გაიგე მეტი
ქობულეთის ფესტივალი

ქობულეთის ფესტივალი

გაიგე მეტი
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

გაიგე მეტი
სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

გაიგე მეტი
ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

გაიგე მეტი
მაჭახლობა

მაჭახლობა

გაიგე მეტი
კოლხობა

კოლხობა

გაიგე მეტი
ქედელობა

ქედელობა

გაიგე მეტი
მერისობა

მერისობა

გაიგე მეტი
ზამლეთობა

ზამლეთობა

გაიგე მეტი
დიდაჭარობა

დიდაჭარობა

გაიგე მეტი
მარეთობა

მარეთობა

გაიგე მეტი

კომერციული პროექტები

ტურისტული რუკა

საინფორმაციო ცენტრებში ტურისტების მიერ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ბათუმის რუკაზე აღნიშნულია ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ობიექტები, ხოლო რუკის უკანა მხარეს მოცემულია ბათუმის ტრანსპორტის რუკა, ქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემებით. რუკის ტირაჟია 150 000 ც.

დაჯავშნა
ტურისტული რუკა

გზამკვლევი

სამენოვანი, ტურისტების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტია, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას აჭარაში დასვენების შესახებ.გზამკვლევში გაერთიანებულია ინფორმაციატურისტებისთვის ყველა საჭირო პროდუქტსა და მომსახურებაზე, მოცემულია მოგზაურობისათვის სასარგებლო რჩევები და თემატური რუკები.

ტირაჟი - 70000 (რუსული-30000 , ინგლისური -35000, ქართული-5000).

დაჯავშნა
გზამკვლევი

ბათუმი ქარდი

,,Batumi Discount Card” წარმოადგენს ვაუჩერების წიგნაკს, რომელშიც თავმოყრილია აჭარაში ტურისტული ობიექტების მიერ შემოთავაზებული ფასდაკლებების კუპონები. გარდა ამისა, წიგნაკს თან ახლავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთი და სიმბარათი 1 ლარით ანგარიშზე. ,,Batumi Discount  Card”-ით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ტურისტსა თუ დაინტერესებულ პირს და იყიდება ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში. პროექტში მონაწილეობს 40-მდე კომპანია.მათ შორის არიან: მუზეუმები,სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიები,სასტუმროები,ჰოსტელები, რესტორნები, გასართობ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები,კინოთეატრი და ბოტანიკური ბაღი. ეს არის დამატებითი საშუალება კომპანიებისათვის მათი ცნობადობის გაზრდისა და რეკლამირებისათვის. ტურისტული ობიექტებისათის მონაწილეობის მიღება უფასოა.

დაჯავშნა
ბათუმი ქარდი

საინფორმაციო ცენტრები

საინფორმაციო ცენტრი ბათუმის საბაგიროსთან

09:00-22:00

577 90 90 93

საინფორმაციო ცენტრი ბათუმის ბულვარში

09:00-22:00

577 90 90 91

ბათუმის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

09:00-19:00

0 422 294 414

ჩვენი ვებ-საიტები