საიტი, რომელზედაც თქვენ ახლა შემოხვედით, ჩვენი გუნდის ერთობრივი შრომის შედეგად შეიქმნა, იმისათვის, რათა გაგიმარტივოთ მოგზაურობა აჭარის რეგიონში, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია როგორც სასიამოვნო, ასევე სირთულესთან დაკავშირებული ნიუანსების შესახებ. ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად განახლდება და შეივსება.
ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.
2019 წლიდან სააგენტო მარშრუტების და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მაღალმთიან აჭარაში. რაც გულისხმობს საპიკნიკე ზონების, თავშესაფრების, საფეხმავლო და ველო ბილიკების, ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების, კანიონინგის ინფრასტუქტურის და სხვა მასშტაბური პროექტების მშენებლობას.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: UNDP, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (Austrian Development Cooperation), CENN და ა.შ. ასევე მონაწილეობას იღებს მთის ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და სემინარებში.
დაგვემგზავრეთ აჭარაში!
პროექტი ითვალისწინებს ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობას. ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ძეგლია აჭარაში, რომ ...
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების კლდისუბანი-კავიანის და ქედის მუნიცაპალიტეტის სოფლების დანდალო-ჯალაბაშვილებს შორის, ზღვის დონიდან 300-350მ. სიმაღლ ...
აჭარაში ბევრი საპიკნიკე ადგილია, როგორც ბათუმთან ახლოს, ასევე ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე. 2020 წელს სამ სხვადასხვა ადგილზე ახალი საპიკნიკე დ ...
მაღალმთიან აჭარაში ტურისტული თავშესაფრი მოეწყო.
პირველი ტურისტული თავშესაფარი მოეწყო შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორზე, სოფელ ც ...
საინფორმაციო ცენტრებში ტურისტების მიერ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ბათუმის რუკაზე აღნიშნულია ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ობიექტები, ხოლო რუკის უკანა მხარეს მოცემულია ბათუმის ტრანსპორტის რუკა, ქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემებით. რუკის ტირაჟია 150 000 ც.
დაჯავშნა
სამენოვანი, ტურისტების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტია, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას აჭარაში დასვენების შესახებ.გზამკვლევში გაერთიანებულია ინფორმაციატურისტებისთვის ყველა საჭირო პროდუქტსა და მომსახურებაზე, მოცემულია მოგზაურობისათვის სასარგებლო რჩევები და თემატური რუკები.
ტირაჟი - 70000 (რუსული-30000 , ინგლისური -35000, ქართული-5000).
დაჯავშნა
,,Batumi Discount Card” წარმოადგენს ვაუჩერების წიგნაკს, რომელშიც თავმოყრილია აჭარაში ტურისტული ობიექტების მიერ შემოთავაზებული ფასდაკლებების კუპონები. გარდა ამისა, წიგნაკს თან ახლავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთი და სიმბარათი 1 ლარით ანგარიშზე. ,,Batumi Discount Card”-ით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ტურისტსა თუ დაინტერესებულ პირს და იყიდება ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში. პროექტში მონაწილეობს 40-მდე კომპანია.მათ შორის არიან: მუზეუმები,სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიები,სასტუმროები,ჰოსტელები, რესტორნები, გასართობ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები,კინოთეატრი და ბოტანიკური ბაღი. ეს არის დამატებითი საშუალება კომპანიებისათვის მათი ცნობადობის გაზრდისა და რეკლამირებისათვის. ტურისტული ობიექტებისათის მონაწილეობის მიღება უფასოა.
დაჯავშნა09:00-22:00
577 90 90 93
09:00-22:00
577 90 90 91
09:00-19:00
0 422 294 414