კოლხობა

,,კოლხობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა 1979 წელს ჩამოაყალიბეს ლაზური ფოლკლორისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად, თავდაპირველი სახელწოდებით „ქვაომზახობა“. დღესასწაული ისტორიულ ლაზეთში, ახლანდელ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სარფის ზღვის სანაპიროზე იმართება.

დროთა განმავლობაში, ლაზთა სახალხო დღესასწაულს  ,,კოლხობა" ეწოდა, რაც ღონისძიების მასშტაბურობის გაზრდამ და მასში მთელი კოლხეთის ჩაბმულობამ განაპირობა.

,,კოლხობა" უკვე მრავალი წელია იმართება სარფის სანაპიროზე  და მასში მონაწილეობას მთელი დასავლეთ საქართველო იღებს. თითოეულ კუთხეს, ხეობასა თუ სოფელს წარმოდგენილი აქვს თავისი კუთხისათვის დამახასიათებელი ღირსშესანიშნაობები, გამოფენილია ისტორიული კოლხეთისა და გასული წლების ფესტივალის ამსახველი ფოტომასალა. ღონისძიების კულტურულ ნაწილში ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და მოწვეული შემსრულებლები.

სარფის სანაპიროს შემდეგ, ღონისძიება ინაცვლებს გონიო-აფსაროსის ციხეში, სადაც დამონტაჟებულ სცენაზე მეფე აიეტისა და მედეას ეპოქა ცოცხლდება სპექტაკლის სახით, თავად დღესასწაულიც მეტწილად  დაკავშირებულია არგონავტების ლეგენდასთან.( არგონავტები,ბერძნული მითოლოგიის გმირები, რომლებმაც იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად).

სიტყვა კოლხობა მომდინარეობს კოლხეთიდან. კოლხეთი - საქართველოს უძველესი ისტორიული მიწაა, რომელიც განთქმული იყო განსაკუთრებული კულტურით, სიმდიდრითა და განვითარებული ეკონომიკით.

ღონისძიებაზე  მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ლაზური კერძები, ასევე მოინახულონ სარფის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ტაძარი და ჩანჩქერი.

ორგანიზატორი: აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ჩატარების თარიღი: სექტემბერ-ოქტომბერი

ჩატარების ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარფი

სხვა ღონისძიებები

ზამლეთობა

,,ზამლეთობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმა

ქედელობა

"ქედელობა" ანუ "შემოდგომა ქედაში", სახალხო დღესასწაულია, რომელიც ქედაში, ამ დღისთვის 

მარეთობა

,,მარეთობა" ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტშ

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ს

დიდაჭარობა

,,დიდაჭარობა" სასულიერო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 12 მაისს, ანდრი

მერისობა

,,მერისობა" სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნი