მარეთობა

,,მარეთობა" ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლადაურში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. დღესასწაულის დაფუძნება სწორედ 2005 წელს, ამ ეკლესიის აგებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ,,მარეთობა"-ს მუდამ წინ უძღვის მასობრივი ნათლობა.

რელიგიური რიტუალის შემდეგ, ეწყობა სახალხო ზეიმი, სადაც იმართება ტრადიციული ხალხური თამაშები და კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში ირჩევენ საპატიო მარეთელს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს აჯილდოვებენ დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით.

მარეთის ხეობა მდინარე ჩირუხისწყლისა და  მისი შენაკადის- ტბეთისწყლის  ტერიტორიებზე მდებარეობს და ოთხ თემსა და ოცდახუთამდე  სოფელს მოიცავს. დღესასწაულზე დასწრების მსურველებს გზად შეუძლიათ მოინახულონ ოქროპილაურის ციხე, დარჩიძეების ციხე და ჩირუხის მთა.

ჩატარების თარიღი: 7 მაისი

ჩატარების ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი, მარეთის ხეობა

სხვა ღონისძიებები

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ს

ზამლეთობა

,,ზამლეთობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმა

კოლხობა

,,კოლხობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა 1979 წელს ჩამოაყალიბეს ლაზური ფოლკ

დიდაჭარობა

,,დიდაჭარობა" სასულიერო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 12 მაისს, ანდრი

ქედელობა

"ქედელობა" ანუ "შემოდგომა ქედაში", სახალხო დღესასწაულია, რომელიც ქედაში, ამ დღისთვის 

მერისობა

,,მერისობა" სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნი