დაცული ტერიტორიები

თუ ეკოტურიზმის მოყვარულნი ხართ, ჰაიკინგი თქვენი მოწოდებაა და კარგ ფიზიკურ ფორმაშიც ბრძანდებით, გირჩევთ ლაშქრობა აჭარის დაცული ტერიტორიებიდან დაიწყოთ. ამ მხარის ბუნების სიმდიდრეს სწორედ დაცული ტერიტორიების სიმრავლე ცხადყოფს. რეგიონის ოთხივე დაცული ტერიტორია თითქმის ხელუხლებლად ინახავს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საგანძურს - ულამაზეს ბუნებასა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. იმოგზაურე აჭარის დაცულ ტერიტორიებზე და შეაბიჯე ნამდვილ ბუნებაში!