კინტრიშის ეროვნული პარკი

აღწერა

კინტრიშის ეროვნული პარკი მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან 55 კილომეტრის, ხოლო ქობულეთის ცენტრიდან 24 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 13 514 ჰა- ს შეადგენს.

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს დაარსდა. 2019 წლიდან დაცული ლანდშაფტი გაუქმდა და დაარსდა კინტრიშის ეროვნული პარკი, სადაც გამოყოფილია სხვადასხვა ზონა:

1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

2. ვიზიტორთა ზონა;

3. ტრადიციული გამოყენების ზონა.

კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შეზღუდულია ადამიანთა დაშვება. ნაკრძალში ვიზიტორთა შესვლა ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით. ხოლო კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ბილიკებზე.

კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, რეკრეაცია და ტურიზმი.

აქტივობები

მიმდებარე სოფლების დათვალიერება, კულტურულ - ისტორიული ღირშესანიშნაობების, ეკლესია მონასტრების, მე-12 საუკუნის ხიდის მონახულება.

ვიზიტორთათვის დაშვებულია:

მონიშნულ ბილიკზე სეირნობა;
ცხენით ან ფეხით გადაადგილება;
სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა სპეციალური ნებართვით;
საპიკნიკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა;
კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
ფოტო და ვიდეო გადაღება, ხატვა ველურ ბუნებაში;
ფრინველებზე, ცხოველებსა და ბუნებაზე დაკვირვება;
კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკია:

პირველი ბილიკი - 1.200 მ-იანია, მარშრუტზე მსველელობისას ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ამავე ბილიკზე, სოფელ ცხემვანაში არსებული ვიზიტორთა თავშესაფრით, საპიკნიკე და საკარვე ადგილებით.

მეორე ბილიკი - საშუალო სირთულისაა და ორ დღიანია. მარშრუტი იწყება ცხემვანას ვიზიტორთა თავშესაფრიდან და გზა გრძელდება ტბიყელის ტბისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. მარშრუტის მანძილი ტბამდე 16 კილომეტრია. მარშრუტზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით.

სერვისები

განთავსება და კვება:

განთავსება შესაძლებელია ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლებში. ღამისთევა საუზმით: 30-40 ლარი.

კინტრიშის ეროვნული პარკის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: Info@apa.gov.ge

ან  დარეკოთ ნომერზე :+995 577 59 21 12

როგორ მოვხვდეთ

1. სამარშრუტო ტაქსი: ბათუმი - ქობულეთი, მგზავრობის ღირებულება - 3 ლარი; 

2. მიკროავტობუსი (ქობულეთიდან სოფელ ჭახათამდე, ღირებულება 1,00 ლარი. ხანგრძლივობა 40 წთ.);

3. ტაქსი ბათუმიდან, ღირებულება 70-80 ლარი;

4. ორგანიზებული ექსკურსია.

გალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ეკო-სათავგადასავლო მარშრუტი ტბა ტბიყელზე (კინტრიში ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშუალომარშრუტის ტიპი: ქსელურიმარშრუტის ხანგრძლივობა: 2- 3 დღესიმაღლე ზღვის დონიდან: 2519 მ.ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივიმარშრუტზე მოგზაურობა ...


ძირითადი ატრაქციები

ნახეთ ამ ლამაზი ადგილის ძირითადი ატრაქციები

კინტრიშის ეროვნული პარკი