ქედა

მანძილი ბათუმიდან: 40 კმ

ფართობი: 452  კვ/კმ

მოსახლეობა: 21.2 ათასი

www.keda.ge 

მეღვინეობა–ქართველთა უძველესი საქმიანობაა. აჭარაში მეღვინეობის კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი. აქ რამდენიმე ათეული  ჯიშის  ყურძენი ხარობს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ქედის ცოლიკაური და ჩხავერია. ჩხავერი– იშვიათი ჯიშის ყურძენია, რომლისგანაც ვარდისფერი ღვინო მზადდება, ხოლო  ცოლიკაური  ყველაზე გავრცელებული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომლისგანაც სუფრის ღვინოს ცოლიკაურს ამზადებენ. ქედის რაიონის სოფლებში, სადაც მოსახლეობა პროფესიონალურად მისდევს მეღვინეობას, ზემოთ ნახსენები ღვინოების დაგემოვნება პირდაპირ მარნებშია შესაძლებელი. ქედა მდიდარია ჩანჩქერებით, როგორიცაა სოფელ მერისის, მახუნცეთისა და გობრონეთის ჩანჩქერები, მდინარეებითა და ისტორიული ღირსესანიშნაობებით, ქვის თაღოვანი ხიდებით, ციხესიმაგრეებითა და ტაძრების ნაშთებით, მუზეუმებითა და ტრადიციული აჭარული სოფლებით.
საოჯახო სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების სიმრავლე, ქედაში დასვენებას   სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს ხდის.

ძირითადი აქტივობები ქედაში:

1. დააგემოვნებთ ადგილობრივი წარმოების ვაზის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოსა და ჭაჭას;
2. ისწავლით  აჭარულ პოლიფონიურ სიმღერას  ადგილობრივ პროფესიონალი შემსრულებლებისგან;
3. გასინჯავთ მდინარის კალმახს და დააგემოვნებთ კოკოტაურის მინერალურ  წყალს;
4. შემოდგომაზე, მონაწილეობას მიიღებთ ყურძნის კრეფასა და ღვინის დაწურვის პროცესში ადგილობრივ მეღვინეებთან ერთად; 
5. გადაიღებთ შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ფოტოებს ქედის სოფლებში, მახუნცეთისა და დანდალოს ისტორიული ხიდების ფონზე;

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები ქედაში.

ქვის თაღოვანი ხიდი მახუნცეთში(XII საუკ.);
ქვის თაღოვანი ხიდი დანდალოში(X საუკ.);
მიწის  ხიდი  საღორეთში (XI-XII საუკ.); 
ცივასულას ციხე(XII-XIII საუკ.);
საღორეთის ციხე (XI-XII საუკ.);  
გულების ციხე(XII-XIII საუკ.);
ზენდიდის ციხე (XVII-XIX საუკ.);

ძირითადი ადგილები ქედაში, სადაც შეიძლება ღვინის მარნებში სტუმრობა და ღვინისა და ჭაჭის შეძენა:
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: პირველი მაისი, ვაიო, დანდალო, გეგელიძეები, კორომხეთი, მერისის ხეობა, გობრონეთი არის საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შეიძლება  ღამისთევა და დასვენება ერთი ან სულაც რამდენიმე დღით, ადგილზე შეძლებთ ტრადიციული აჭარული  სოფლის ყოფა-ცხოვრების გათავისებას, ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული კერძების დაგემოვნებას, კულინარულ მასტერ კლასებში მონაწილეობის მიღებასა და სიმღერის შესწავლაც კი.

ღამისთევა სამჯერადი კვებით - 50 ლარიდან.

მარკირებული  საფეხმავლო მარშუტები: გობრონეთი -ლატევრა.

ტრანსპორტი:
მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის ქ. №1); მგზავრობის ღირებულება - 3-4 ლარი; 
შიდა სასოფლო ტრანსპორტი კი გადის უშუალოდ ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან.

ტურისტული სოფლები


სხვა მუნიციპალიტეტები