გობრონეთი

სოფელი გობრონეთი ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 55 კმ-ის დაშრებით მდებარეობს. სოფელი მთის ფერდობზეა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. სწორედ გობრონეთში ამოქმედდა ერთ-ერთი პირველი საოჯახო სასტუმრო სახლი აჭარაში და დღემდე უამრავ ტურისტს მასპინძლობს. აქ არსებულ საოჯახო სასტუმრო სახლებში დააგემოვნებთ ტრადიციულ აჭარულ  კერძებს და სურვილის შემთხვევაში მათი მომზადების პროცესსაც დაესწრებით, ახლოდან გაეცნობით სოფლის წეს-ჩვეულებებსა და ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას. ასევე, მონაწილეობას მიიღებთ ისეთ სოფლის სამეურნეო საქმიანობებში, როგორიცაა: ყველის ამოყვანა, თამბაქოს დაჭრა და არყის გამოხდა. გობრონეთში მოგზაურობისას, სასურველია ერთი დღე დაუთმოთ სოფლის შემოგარენის დათვალიერებას. წრიული საფეხმავლო მარშრუტით მოინახულებთ ჩანჩქერს, კოლხურ ტყესა და ლატევრის მთის მიდამოებს.

 

რა ვნახოთ:

ლატევრას წრიული მარშრუტი (კოლხური ტყე, ჩანჩქერი, საპიკნიკე),

აგრო მეურნეობა,

საოჯახო სასტუმრო: „ზებო“, „წყაროსთვალი“, „სოფიკო“.

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით ქედის ცენტრამდე, ფასი: 2 ლ; იქიდან 15 კმ. ტაქსით, ფასი: 20 ლ.

მიკროავტობუსით შუახევისა და ხულოს მიმართულებით, 5 კმ. ფეხით.

ბათუმიდან, მიკროავტობუსით გობრონეთის მიმართულებით, ფასი  4ლ. (ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, 16:15 სთ-ზე)

მიკროავტობუსები გადიან ძველი ავტოსადგურიდან, მის: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №1

ტაქსით, ფასი 80-100 ლ.

ფოტოგალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

მოგზაურობა აჭარულ სოფელში - გობრონეთი

    მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კილომეტრიმგზავრობის ხანგრძლივობა - 1,15 სთ.სირთულე - მარტივიგზის ტიპი - ასფალტირებული (50 კმ)სოფლის გრუნტი (5 კმ)სიმაღლე ზღვის დონიდან - 806 მფიჭური ქსელების დაფარვის ზონა : სრული მარშრუტის აღწერა:გობრონეთი აჭარის ერთ-ერთი  უძველესი სოფელია. მთის ფერდობზე მდებარე სოფლიდან ულამაზესი ხედი იშლება აჭარისწყლის ხეობაზე, მასთან მისვლამდე კი შეგიძლიათ ...