დანდალო

სოფელი დანდალო ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 450 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 54 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სოფელი სიმწვანეშია ჩაფლული და მნახველზე ყოველთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დანდალოში არსებული საოჯახო სატუმრო/მარანი, რასაც იქ არსებული სასიამოვნო გარემო განაპირობებს. ძველი აჭარული სტილით გაფორმებულ მარანში უამრავი საიტერესო ნივთია გამოფენილი, მასპინძელი კი სტუმრებს ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობს.

 

რა ვნახოთ:

დანდალოს თაღოვანი ხიდი;

კავიანის ციხე;

„ძმები ავალიანების მარანი“.

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით ქედის ცენტრამდე, ფასი: 2ლ; იქიდან 14 კმ. ტაქსით, ფასი  30ლ.

მიკროავტობუსით შუახევისა და ხულოს მიმართულებით, ფასი: 3-4ლ.

მიკროავტობუსები გადიან ძველი ავტოსადგურიდან, მის: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №1

ტაქსით, ფასი: 50-70 ლ.

ფოტოგალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმმარშრუტის ტიპი: საავტომობილომარშრუტის სირთულე:  მარტივიგზის საფარი: ასფალტირებული გზა და სასოფლო გრუნტიანი გზაფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრულად აჭარაში მევენახეობის კერად ქედის მუნიციპალიტეტი მიიჩნევა, სადაც უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებული. მათ შორის გამორჩეულია ჩხავერი და ცოლიკაური. ჩხავერი- ვარდისფერ ...