მერისი

სოფელი მერისი ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 500-600 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 56 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს ბუნებაში, გაეცნოს აჭარულ სოფელსა და ტრადიციებს, დააგემოვნოს გამორჩეული კერძები, დატკბეს უნიკალური მერისული ფოლკლორით ან დალაშქროს ალპური მთები. აქვეა, „გუნდაურის მინერალური წყალი“, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მარშრუტი მარკირებულია და ღამისთევა შესაძლებელია საოჯახო სასტუმრო სახლებში, მაგალითად: „მოყვარე“, „ჯიჯი“ და სხვა.

ჯიპ ტურის მოყვარულებს შეგიძლიათ მერისის მთების დალაშქვრა. მარშრუტი  მთის ფერდობებს, მრავალწლოვანი  ხეებით  გაკვალულ  გზას მიუყვება. დაახლოებით 10 კმ-ის გავლის შემდეგ, მთავრდება შერეული ტყე და იწყება სუბალპური მდელოები. ამ მთიან ადგილს „მთივნარი“ ჰქვია და აქ მრავლადაა მწყემსების სამყოფელი საზაფხულო სახლები,  საკარვე და საპიკნიკე ადგილები.

რა ვნახოთ:

მერისის ჩანჩქერი;

„გვახას“ საპიკნიკე/საბანაო;

„გუნდაურის“ მინერალური წყალი;

მთა „მთივნარი“;

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით ქედის ცენტრამდე, ფასი 2ლ; შემდეგ 16 კმ. ტაქსით, ფასი 20 ლ.

ბათუმიდან, მიკროავტობუსით მერისის მიმართულებით 15:00, 15:30, 16:00, 16:30, 17:00, 17:30 საათებში. ფასი: 3ლ.

ბათუმიდან, მიკროავტობუსით გარეტყის მიმართულებით 15:30 სთ.

მიკროავტობუსები გადიან ძველი ავტოსადგურიდან, მის: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №1.

ფოტოგალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

მერისის ხეობა

    მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მანძილი ქედის ცენტრიდან მერისის ხეობამდე  – 9,5 კმ./11 კმ. /16 კმ. მოგზაურობის ხანგრძლივობა – 5-6 საათი სირთულე - მარტივი გზის საფარი – ასფალტირებული, სოფლის გრუნტოვანი სიმაღლე ზღვის დონიდან – საწყისი -505 მ., საბოლო -693 მ. სიმაღლე ზღვის დონიდან – მთა მთივნარი 1566 მ.  ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა - სრული ...