ვაიო

სოფელი ვაიო ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 400 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 45 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ულამაზესი და მყუდრო სოფელი კიდევ უფრო დადებითი შთაბეჭდილებებით აგავსებთ ადგილობრივების სტუმართ-მასპინძლობის წყალობით. აქ გავრცელებულია მევენახეობა, რასაც  საოჯახო მარნების სიმრავლეც მოწმობს.  აჭარული კერძებისა და ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ მასტერკლასში. ცნობილია, რომ ვაიო მდიდარია სპილენძისა და ოქროს საბადოებით.

 

რა ვნახოთ:

ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია;

ზესოფლის სერაფიმ საროველის სახელობის ეკლესია;

საოჯახო ღვინის მარნები: „მახოს მარანი“, „შავიშვილის მარანი“, „მარანი“, „ვაელი“ და „ვაიოს ველი“.

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით ქედის ცენტრამდე, ფასი: 2ლ; შემდეგ 5კმ.  ტაქსით, ფასი: 10 ლ.

მიკროავტობუსით შუახევისა და ხულოს მიმართულებით. ცენტრალური გზიდან 1.5 კმ ფეხით.

 მიკროავტობუსები გადიან ძველი ავტოსადგურიდან, მის: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №1

ფოტოგალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმმარშრუტის ტიპი: საავტომობილომარშრუტის სირთულე:  მარტივიგზის საფარი: ასფალტირებული გზა და სასოფლო გრუნტიანი გზაფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრულად აჭარაში მევენახეობის კერად ქედის მუნიციპალიტეტი მიიჩნევა, სადაც უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებული. მათ შორის გამორჩეულია ჩხავერი და ცოლიკაური. ჩხავერი- ვარდისფერ ...