გეგელიძეები

სოფელი გეგელიძეები ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 57 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ამ სოფელში დაიბადა მწერალი და დრამატურგი ფრიდონ ხალვაში. აქვეა მისი სახელობის სახლ-მუზეუმი, სადაც შესაძლებლობა გაქვთ დაათვალიეროთ პოეტის ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი და უკეთ გაეცნოთ მის შემოქმედებას. გეგელიძეებში ფუნქციონირებს „ნური სირაბიძის მარანი“, რომელიც სტუმრებს სთავაზობს  ოჯახურ პირობებში დაყენებულ ქვევრის ღვინოსა და ქართული სამზარეულოს კერძებს.

რა ვნახოთ:

„ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი;

„ნური სირაბიძის მარანი“.

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით ქედის ცენტრამდე, ფასი 2ლ; იქიდან 17 კმ. ტაქსით, ფასი 20-30ლ.

მიკროავტობუსით შუახევისა და ხულოს მიმართულებით. ფასი 3-4 ლ.

მიკროავტობუსები გადიან ძველი ავტოსადგურიდან, მის: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №1.

ტაქსით, ფასი 70-80 ლ.

ფოტოგალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმმარშრუტის ტიპი: საავტომობილომარშრუტის სირთულე:  მარტივიგზის საფარი: ასფალტირებული გზა და სასოფლო გრუნტიანი გზაფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრულად აჭარაში მევენახეობის კერად ქედის მუნიციპალიტეტი მიიჩნევა, სადაც უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებული. მათ შორის გამორჩეულია ჩხავერი და ცოლიკაური. ჩხავერი- ვარდისფერ ...