მახუნცეთი

სოფელი მახუნცეთი ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სოფელი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. მდინარე აჭარისწყალზე ძალიან კარგი საცურაო ადგილებია ქვიშის სანაპიროებით, კლდეებითა და ისტორიული ხიდით. მდინარეზე ასევე შესაძლებელია ნავით გასეირნება ან  ჯომარდობის მოწყობა. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და საპიკნიკე ადგილები.

რა ვნახოთ:    
ჩანჩქერი; 
თაღოვანი ხიდი; 
წყლის გვირაბი;

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით, რომელიც ქედის მიმართულებით გადის ყოველდღე ბათუმის ცენტრალური ავტოსადგურიდან, მის: მაიაკოსვსკის ქ.№1;

ტაქსი;

ნებისმიერი ტიპის მსუბუქი ავტომობილი.

ფოტოგალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმმარშრუტის ტიპი: საავტომობილომარშრუტის სირთულე:  მარტივიგზის საფარი: ასფალტირებული გზა და სასოფლო გრუნტიანი გზაფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრულად აჭარაში მევენახეობის კერად ქედის მუნიციპალიტეტი მიიჩნევა, სადაც უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებული. მათ შორის გამორჩეულია ჩხავერი და ცოლიკაური. ჩხავერი- ვარდისფერ ...