მაჭახელას ეროვნული პარკი

აღწერა

მაჭახელას ეროვნული პარკი განთავსებულია მდინარე მაჭახელას ხეობაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ბათუმიდან 30 კილომეტრის დაშორებით. პარკი 2012 წელს შეიქმნა და 8 733 ჰა-ზეა გადაშლილი, მისი 95 % ტყით არის დაფარული. პარკის ტერიტორია დაყოფილია  3 ზონად:

1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა - 1 178,2 ჰა

2. ბუნების მართვადი დაცვის ზონა -  350,9 ჰა

3. ტრადიციული გამოყენების ზონა - 7 203,9 ჰა

პარკის ღირშესანიშნაობებს წარმოადგენს უნიკალური რელიქტური მცენარეთა სახეობები, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, ესენია: კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, თელა.

ფაუნის წარმომადგენელთაგან ეროვნულ პარკში შეგვხვდებათ: შველი, კვერნა, მგელი, ტურა, მაჩვი, ციყვი, გარეული ღორი, ასევე წითელი ნუსხით დაცული სახეობები: მურა დათვი, არჩვი, ფოცხვერი.

აქტივობები

ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ მე-12 საუკუნის ისტორიული ხიდი, ციხესიმაგრეების ნანგრევები, ჩანჩქერი, სოფელ ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თოფის მონუმენტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბრაზურა, მეექვსე საუკუნით დათარიღებული გვარას ციხე. 

პარკის ტერიტორიაზე ორი ბილიკია:

1. მთავარანგელოზის ბილიკი:

8.3 კმ-იანი ბილიკი სოფ. სინდიეთიდან იწყება და ტყის მასივების, მთის ნაკადულებისა და წყაროების გავლით მთავარანგელოზის მთასთან მიდის.

2. ქოქოლეთის ბილიკი:

ბილიკის სიგრძე 6 კმ-ს შეადგენს.  გზად ვხვდებით შერეულ ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებს. საკარვე ადგილიდან 1,6 კმ-ის მოშორებით არის გადმოსახედი ადგილი, საიდანაც მოჩანს თურქეთის დაცული ტერიტორია და იქ არსებული ძველი მაჭახელას 5 სოფელი.

სერვისები

განთავსება და კვება: 

პარკის ტერიტორიაზე არის ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შეიძლება მოსვენება და ღამისთრევა. ღამისთევის ღირებულება საუზმით - 20-40 ლარი.

კვებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სოფელ ცხემლარაში,  მდინარის პირას მდებარე რესტორანს ან ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლებს (კვების საფასური - ერთი ადამიანი 20-30 ლარი).

მაჭახელას ეროვნულ პარკში ლაშქრობის დასაგეგმად რეკომენდებულია მიმართოთ ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ან ვიზიტორთა ცენტრს.

მაჭახელას ეროვნულ პარკის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული პარკების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.nationalparks.ge

ან დარეკოთ ნომერზე +995 595 08 60 75

როგორ მოვხვდეთ

1. სამარშრუტო ტაქსი: ბათუმის ავტოსადგურიდან ჩხუტუნეთის ან ჩიქუნეთის მიმართულებით, ღირებულება 2-3 ლარი;

2. ტაქსი, (დაახლოებით 60-80 ლარი);

3. ორგანიზებული ექსკურსია.

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

მაჭახელას თოფის გზა

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხუტუნეთიმანძილი ბათუმიდან: 39 კმ.ხანგრძლივობა: ერთი ან რამდენიმე დღემარშრუტის ტიპი: საავტომობილოსირთულე: მარტივიგზის საფარი: ასფალტირებული&nb ...


ძირითადი ატრაქციები

ნახეთ ამ ლამაზი ადგილის ძირითადი ატრაქციები

მაჭახელას ეროვნული პარკი