ქედელობა

"ქედელობა" ანუ "შემოდგომა ქედაში", სახალხო დღესასწაულია, რომელიც ქედაში, ამ დღისთვის სპეციალურად გაწყობილ ცენტრალურ პარკში იმართება. ღონისძიებაზე ეწყობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების, ტრადიციული კერძების, ნახატებისა და ქედის ისტორიული მუზეუმის ექსპონატების გამოფენა, იმართება არაერთი სპორტული აქტივობა ქართულ ჭიდაობასა თუ მკლავჭიდში. დღესასწაულზე არც პატარები მოიწყენენ, მათ მხიარულ განწყობაზე აქტიურად იზრუნებენ მოწვეული ანიმატორები.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ თვალყური ადევნონ და მონაწილეობა მიიღონ თამბაქოს ჭრის პროცესს, დააგემოვნონ ქედის განსაკუთრებულად გემრიელი და განთქმული ღვინოები: ცოლიკაური (თეთრი) და ჩხავერი (წითელი). აქტივობების პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული თუ ქორეოგრაფიული ანსამბლების შთამბეჭდავი კონცერტი. ამ დღეს ასევე გამოვლინდება საპატიო ქედელი, რომელსაც ეს ტიტული  მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ან კულტურული განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ენიჭება.

ქედაში მიმავალ გზაზე შეგიძლიათ  სოფელ მახუნცეთში მდებარე ჩანჩქერი და თამარ მეფის თაღოვანი ხიდიც მოინახულოთ.

ჩატარების თარიღი: ოქტომბერ-ნოემბერი

ჩატარების ადგილი: ქედის მუნიციპალიტეტი 

სხვა ღონისძიებები

მერისობა

,,მერისობა" სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნი

კოლხობა

,,კოლხობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა 1979 წელს ჩამოაყალიბეს ლაზური ფოლკ

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ს

დიდაჭარობა

,,დიდაჭარობა" სასულიერო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 12 მაისს, ანდრი

ზამლეთობა

,,ზამლეთობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმა

მარეთობა

,,მარეთობა" ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტშ