ხაბელაშვილები

სოფელი ხაბელაშვილები შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 70 კმ-ში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ხაბელაშვილებში მიმავალ გზაზე შეგვიძლია მოვინახულოთ ჭვანის ხეობის შემდეგი ღირსშესანისნაობები: კავიანისა და ოთოლთას ციხეები, ჭვანის თაღოვანი ხიდი და ცხემლისის ჩანჩქერი. თავად ხაბელაშვილებში კი დაათვალიერებთ მუზეუმს, ნახავთ ხალხური საკრავების დამზადების პროცესს, ხის კოჭებიან ხიდს და მდინარის პირას მდებარე სამასწლოვან, ცნობილ წისქვილებს, რომელთა გამოც ამ სოფელს ,,წისქვილების სოფელსაც“ უწოდებენ. ხაბელაშვილების ხიდი თავისი ავთენტურობით, განსაკუთრებული ელემენტებითა და გადახურვით უნიკალურია მთელს დასავლეთ საქართველოში, ის 300 წლის წინ აუშენებიათ სხვა სოფლებთან - ბარათაულთან, ბრილთან და გომარდულთან დასაკავშირებლად.

ხაბელაშვილებში დააგემოვნებთ  აჭარული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს, მოისმენთ ადგილობრივ, ავთენტურ ფოლკლორს და ტრადიციული მუსიკალური საკრავების დამზადების პროცესსაც დაესწრებით.

 

რა ვნახოთ :

 ჭვანის ხეობა;

კავიანის ციხე;

ოთოლთას ციხე;

ჭვანის თაღოვანი ხიდი;

ცხემლისის ჩანჩქერი;

ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი;

მუზეუმი;

ტრადიციული მუსიკალური საკრავების დამზადების პროცესი;

სამასწლოვანი წისქვილები.

 

როგორ მივიდეთ :

მიკროავტობუსი ბათუმი - ოლადაური, ფასი 5 ლარი, მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, (მაიაკოვსკის ქ. №1);

ტაქსი.