დარჩიძეები

სოფელი დარჩიძეები შუახევის მუნიციპალიტეტის მარეთის ხეობაში, ბათუმიდან 104 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ბუნებითა და მდიდარი ისტორიით. სოფლის განაპირა მხარეში, მდინარე ჩირუხისწყლის მარჯვენა მხარეს შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე, რომელიც XII_XIII საუკუნეებშია აგებული. ამ ადგილს ძველად გოგოლაური ეწოდებოდა, ახლა მთისუბანსაც ეძახიან. სამმხრივ მიუვალი, უზარმაზარი კლდის შუაში აღმართულ ციხეს წაგრძელებული ტრაპეციის ფორმა აქვს. მას ერთადერთი მისადგომი ჩრდილოეთის მხრიდან ჰქონდა, მთლიანი ფართობი 190 კვ.მ-ია.

დარჩიძეების ციხიდან  1,5 კმ.-იანი საფეხმავლო და სათავგადასავლო  ბილიკი მიუყვება ნისლათის (კუნტიჯვრის) ნაეკლესიარამდე, რომელიც ტყის მასივისა და არაჩვეულებრივი ხედების ნახვის შესაძლებლობას მოგცემთ.

დარჩიძეები ნამდვილი ეთნოგრაფიული სოფელია. გაზაფხულზე, აქ ნახავთ ადგილობრივები როგორ იყენებენ  სოფლის მეურნეობის ტრადიციულ მეთოდებს, დაათვალიერებთ ხის სახლებს, დააგემოვნებთ ტრადიციულ სამზარეულოს. თავგადასავლების მოყვარულები კი, გზას  ჩირუხის მიმართულებით, ალპურ ზონაში გააგრძელებთ.

რა ვნახოთ:

დარჩიძეების ციხე;

სათავგადასავლო ბილიკი.

როგორ მოვხდეთ :

მიკროავტობუსი ბათუმი - დარჩიძეები, ფასი 7 ლარი, მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, (მაიაკოვსკის ქ. №1);

ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც შუახევისა და ხულოს მიმართულებით გადის, შუახევის ცენტრამდე, შემდეგ ფეხით;

ტაქსით.

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური მარშრუტი

მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედე;მარშრუტის საერთო სიგრძე: 41 კმ.მარშრუტის ხანგრძლივობა: 2-3  დღე. სიმაღლე ზღვის დონიდან: 2000-2340 მ.ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული მარშრუტი აქტიურია გვიანი გაზაფხულიდან  სექტემბრის დასაწყისამდე.   მარშრუტი ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს - შუახევსა და ხულოს აკავშირებს ერთმანეთთან ისე, რომ ტურისტებს არ უწევ ...