ჭვანა

სოფელი ჭვანა შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 65 კმ-ში, ზღვის დონიდან 550 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ჭვანის ცენტში მისვლამდე, გზად კავიანის და ოთოლთას ციხეები შეგხვდებათ, მათი მონახულების შემდეგ კი, შეგიძლიათ საოჯახო სასტუმრო სახლ ,,თედო“ -ში დაისვენოთ და რამდენიმე დღით დარჩეთ კიდეც. აქვე დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს და მეფუტკრეობასაც გაეცნობით. ჭვანის ცენტრიდან ერთ კილომეტში, XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი მდებარეობს. ყურადღებას იქცევს ნახევარწრიული ლამაზი პროპორციული თაღების წყობა, რომელიც აჭარაში სხვაგან არ შეინიშნება. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, არაჩვეულებრივი პეიზაჟები - ჭვანას დასვენებისათვის საუცხოო ადგილად აქცევს.

 

რას ვნახოთ :

კავიანის ციხე;

ოთოლთას ციხე;

საოჯახო სასტუმრო ,,თედო“;

ჭვანის თაღოვანი ხიდი.

 

როგორ მოვხდეთ :

მიკროავტობუსი ბათუმი - ჭვანა, ფასი 5 ლარი, მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, (მაიაკოვსკის ქ. №1);

ტაქსი.