ნიგაზეული

სოფელი ნიგაზეული შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან  80კმ-ში, ზღვის დონიდან 560 - 1 100 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მდებარეობს.  ნიგაზეული -მთიანი აჭარის  მდიდარი ისტორიული წარსულის მოწმე, აჭარის მმართველთა, თავად ხიმშიაშვილთა საგვარეულო სოფელია, სადაც სელიმ ხიმშიაშვილის ციხე- გალავანი, მუზეუმი და საფლავი ინახება (წყანიშურის უბანში).

ნიგაზეულის ციხე -  XVIII ს-ის დასაწყისში ააგო ეროვნულმა გმირმა -სელიმ ხიმშიაშვილმა. იგი ზღვის დონიდან 800 მ. სიმაღლეზე, ქუფთაღელის სერზე მდებარეობს, რომელსაც სხვანაირად ნაბეგვარსაც ეძახიან. ციხე გალავანის ფართობი 4000 მ.კვ.-ია.

3 ივნისს  ნიგაზეულში სახალხო დღესასწაული ,,სელიმობა“ აღინიშნება.

 

რა ვნახოთ:

სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი;

ნიგაზეულის ციხე-გალავანი;

სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი;

როგორ მოვხვდეთ :

მიკროავტობუსი ბათუმი - ნიგაზეული, ყოველდღე - 15:00; 16:00; 18:00. ფასი 5 ლარი. მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, (მაიაკოვსკის ქ. №1);

ნებისმიერი ტრანსპორტი ხულოს მიმართულებით, სოფელ ზამლეთის ცენტრამდე. იქიდან კი ფეხით 5 კმ. სოფელ ნიგაზეულამდე.

ტაქსი;