დელფინარიუმი

აღწერა

დელფინარიუმი ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და სავიზიტო ბარათია, რომელსაც ქალაქის ვიზიტორები, რამდენჯერმე თუ არა, ერთხელ მაინც სტუმრობდნენ. წყლის ამ ბინადართა მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო, დელფინი ბათუმის სიმბოლოდაც მიიჩნევა.

დელფინარიუმი ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 1975 წლიდან ფუნქციონირებს. 2011 წელს 20 წლიანი პაუზის შემდეგ განაახლა მუშაობა და დღემდე წარმოგიდგენთ შოუს ელემენტებით გაჯერებულ შემეცნებით სანახაობას, რომლის ხილვით მიღებულ ემოციას, ვიზიტორთა თქმით, ვერაფერი შეედრება. შოუ ნებისმიერ ამინდში ტარდება, ორ ენაზე: ქართული და ინგლისური.

მისამართი: რუსთაველის ქ. №51, ბათუმის ცენტრალური პარკი

კონკრეტული პერიოდისთვის, დაგეგმილი შოუს გრაფიკს გაეცნობით ბმულზე: www.dolphinarium.ge

ბილეთების ონლაინ შესაძენად ეწვიეთ ბმულს: http://tickets.dolphinarium.ge

როგორ მოვხვდეთ

ავტობუსი №: 1, 1ა, 7, 7ა, 10, 10ა.

გალერეა


სხვა აქტივობები