ფრინველებზე დაკვირვება

აღწერა

აჭარის რეგიონი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება მსოფლიოში და საპატიო, მესამე ადგილი უჭირავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შემდეგ. აჭარის ცაზე  ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, რომელთა სიმრავლეს რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს.

ფრინველებზე დაკვირვების კუთხით, ქობულეთი   ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, რომლის  სოფლები- სახალვაშო და ჩაისუბანი საუკეთესო ადგილებია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირების, მათი აღრიცხვისა და შესწავლისთვის. აქ მოწყობილია ფრინველებზე დაკვირვების სპეციალური  პლატფორმები, რომელთან მიმავალი ბილიკები მარკირებულია. გარდა ამ ორი სოფლისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტასა და ისპანის ტორფნარზე.

აჭარაში, ყოველი წლის სექტემბერში, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იმართება.* ფესტივალის ფარგლებში, მოწვეული და ქართველი სპეციალისტების მიერ ეწყობა გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებზე. ფესტივალში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

როგორ მოვხვდეთ

 

მიკროავტობუსი ბათუმი-სახალვაშო
გადის ყოველ დღე. გასვლის დრო: 08:30;11:30;14:30;17:00;18:30;20:00
დაბრუნების დრო: 9:00;12:00;15:00;17:30;19:00;20:30
ფასი: 1 ლარი.

ჭოროხის დელტა
ჭოროხის დელტის მიმართულებით  მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმი-გონიო ან ბათუმი-სარფი: ავტობუსები №16/17 და მიკროავტობუსი №88.

გალერეა


სხვა აქტივობები