თოკების პარკი

აღწერა

მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის რეგიონში მდებარეობს და სამ მუნიციპალიტეტს მოიცავს: ქობულეთი, ხელვაჩაური და ქედა. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია- დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი სოფ. ჩაქვისთავში მდებარეობს.

მტირალას ეროვნულ პარკში, ზიპ-ლაინთან ერთად მდებარეობს თოკების პარკი. ეს არის საკმაოდ საინტერესო, გასართობი და კარგი საშუალება მთელი ოჯახისთვის დროის მხიარულად გასატარებლად.

 

თოკების პარკი მოიცავს 2 ტიპის მარშრუტს:

თოკების პარკი (მარშრუტი მოზარდებისთვის) 1 ადამიანი - 15 ლარი;
თოკების პარკი ( საოჯახო მარშრუტი) - 1 ადამიანი - 20 ლარი.



როგორ მოვხვდეთ

ბათუმი-ჩაქვისთავი: (მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი)

გასვლის დრო 09:40, 15:40.

გასვლის ადგილი: ბათუმის ძველი ავტოსადგური

მისამართი: მაიაკოვსკის ქ.№1


ბათუმი ხალა:

გასვლის დრო: 08:30 , 11:30, 14:30, 17:50

გასვლის ადგილი: ბათუმის ძველი ავტოსადგური

მისამართი: მაიაკოვსკის ქ.№1

 იქიდან გამომდინარე, რომ სოფ. ხალა მტირალას ვიზიტორთა ცენტრისგან ცოტა მოშორებით მდებარეობს, მძღოლისთვის თანხის დამატების შემთხვევაში, ტრანსპორტი ჩაქვისთავამდე აგიყვანთ.

გალერეა


სხვა აქტივობები