კემპინგი

აღწერა

მტირალას ეროვნული პარკი:

16 ათას ჰექტარზე გაშლილი მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ეს ადგილი საქართველოში ყველაზე ნოტიო ჰავით ხასიათდება. პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია უიშვიათესი  მცენარეები და ცხოველები, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. პარკის ტერიტორიაზე შემუშავებულია ორი ტურისტული მარშრუტი: მარტივი სირთულის- წაბლნარას 7 კილომეტრიანი და საშუალო სირთულის- ცივწყაროს 16 კილომეტრიანი მარშრუტები .


სერვისები  და ფასები:
კარავი - 10 ლარი, საკარვე ადგილი - 5 ლარი, ზურგჩანთა - 5 ლარი, საძილე ტომარა - 5 ლარი, პარალონი - 5 ლარი, საპიკნიკე მაგიდა 5 ადამიანზე - 10 ლარი, სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი, ხოლო 10 ადამიანზე - 15 ლარი, სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 10 ლარი.


აქტივობა:
ზიპ-ლაინი, კემპინგი, თოკების პარკი, კვადრო ტური, ცხენების ტური.
სველი წერტილი: კი
ინტერნეტი: არა


საკონტაქტო: 
ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი - (+995) 577 10 18 89


როგორმოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი-ჩაქვისთავი (მტირალას ვიზიტორთა ცენტრი)
სიხშირე: ორშაბათი, პარასკევი, ხანგრძლივობა: 45 წთ.
საფასური: ბათუმიდან -  5 ლარი; ჩაქვიდან - 2,5 ლარი.
გასვლის ადგილი: ბათუმის ავტოსადგური
გასვლის დრო:  09:40 / 15:40  დაბრუნების დრო: 10:30 / 17:00


მიკროავტობუსი ბათუმი - ხალა (მტირალას ვიზიტორტა ცენტრამდე 7 კმ)
სიხშირე: ყოველდღე
გასვლის დრო: 08:30;11:30;14:30;17:50 დაბრუნების დრო: 09:20; 12:20; 15:20; 18:30
მგზავრობის ფასი: 1ლარი   ტაქსი: 80-100 ლ

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი:


ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარეობს.


სერვისები და ფასები:
ტურისტებისთვის -15 ლარი, საქართველოს მოქალაქეებისთვის - 8ლ, სტუდენტი / პენსიონერი - 2ლ, 10-დან 16 წლამდე მოსწავლეები -1ლ, ბავშვები 10 წლამდე-უფასო (როგორც საქ.მოქალაქეები, ასევე უცხოელები) ,ელექტრომობილი: 5ლ., მთლიანი ტრანსპორტი: 60ლ. (8 ადგილი)
აქტივობა:
საპიკნიკე ადგილები

ბოტანიკურ ბაღში საპიკნიკე ადგილები მდებარეობს კავკასიურ (ერთი მაგიდა 8 პერსონაზე, წყალი, მაყალი) და ამერიკულ განყოფილებებში (2 მაგიდა, წყლის ონკანი,მაყალი.)
სველი წერტილი: კი
ინტერნეტი: არა
საკონტაქტო: 0422 27 00 33 / 24 62 33
ტურისტული მომსახურეობის კოორდინატორი:
ლევან ლეონიძე: (+995) 577 10 16 06  lleonidze@bbg.ge
როგორ მოვხვდეთ:
ბათუმიდან: ფანავაზ მეფის ქუჩით N31 სამარშუტო ტაქსი;
რუსთაველის ქუჩით N8, N10, N10ა ავტობუსი;
ქობულეთიდან: სამარშუტო ტაქსი"ქობულეთი-ბათუმი" ჩაქვის ცენტრალურ ტრასამდე; ტრასიდან კილომეტრ-ნახევარი ფეხით სავალი  (15 წთ.)

 

კინტრიშის ეროვნული პარკი:


კინტრიშის ეროვნული პარკი მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის მდებარეობს, ბათუმიდან 55 კილომეტრის, ხოლო ქობულეთის ცენტრიდან 24 კილომეტრის დაშორებით .
სერვისები და ფასები:
საპიკნიკე ადგილი - 15 ლარი 1 დღე, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის 10 ლარი. საკარვე ადგილი 5 ლარი, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის 3 ლარი.
აქტივობა:
კემპინგი, ასევე შესაძლებელია ცხენებით ჯირითი.
სველი წერტილი: კი
ინტერნეტი: არა
საკონტაქტო:
ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი - ნანა ნოღაიდელი
(+995) 577 59 21 12; ელ-ფოსტა: n.noghaideli@gmail.com
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსით ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით,
განრიგი: 08:00-23:00, ფასი: 2 ლარი.
მის: კათოლიკური ეკლესიის ეზო.

 

შუამთა:


სოფელი შუამთა ბათუმიდან 20 კმ.-ში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2 148 მ. სიმაღლეზე. ეს ადგილი ცნობილია, როგორც მტაცებელ ფრინველთა გადაფრენის დერეფანი, სადაც მოწყობილია ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმები.
აქტივობა:
საპიკნიკე ზონა, შესაძლებელია კარვების გაშლა და კემპინგი, მოწყობილია საქანელები.
სველი წერტილი: კი
ინტერნეტი: არა
როგორ მოვხვდეთ:
მუნიციპალური ტრანსპორტი სოფელ შუამთის (ჩაისუბნის მიმართულებით),
განრიგი: დილის 10:00-დან 3 საათში ერთხელ.
გასვლის ადგილი: ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

 

ჩირუხი:

ჩირუხი შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 100 კმ.-ის დაშორებით, ალპურ ზონაში მდებარეობს ზღვის დონიდან 2148 მ. სიმაღლეზე. 
აქტივობა:
კემპინგი,საპიკნიკე მაგიდა, ჰამაკი, კარვის გაშლა, საქანელა, კოცონის დასანთები ადგილი. 
სველი წერტილი: არა
ინტერნეტი: არა
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-შუბანის მიმართულებით, განრიგი: 10:00, 13:00, გასვლის ადგილი: ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.,
შემდეგ მიკროავტობუსი შუბანი-ჩირუხი.

განრიგი: სამშაბათი და შაბათი.

 

კაპნისთავი:


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კაპნისთავი მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან  360 მ. სიმაღლეზე მდებარეობს, ბათუმიდან 26 კილომეტრის დაშორებით.


აქტივობა:
კარვების გაშლა,კემპინგი, ჰამაკები, საქანელები, კოცონის დანთება. ჩანჩქერები, ულამაზესი საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნურად შექმნილი აუზები, უძველესი წისქვილები, ღვინის მარანი, ღია მუზეუმი.
სველი წერტილი: არა
ინტერნეტი: არა
როგორ მოვხვდეთ:
ტაქსით და კერძო ავტომობილით.

გალერეა


სხვა აქტივობები