თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმში თევზაობისთვის საუკეთესო ადგილი შავი ზღვაა, სადაც, თევზის დაახლოებით 180 სახეობა ბინადრობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველაზე საყვარელი სათევზაო ადგილი პორტის მიმდებარე ტერიტორიაა. ასევე პოპულარული ადგილია ნურიგელის ტბაც.
გარდა ამისა, თევზაობა შესაძლებელია ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ პარკში და ზღვის სანაპირო ზოლის ტერიტორიებში- გონიო, კვარიათი, სარფი, აგრეთვე- ქედის მუნიციპალიტეტში-მახუნცეთისა და ზვარეს ეკლესიის მიმდებარედ.
ქალაქში გადასაადგილებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ტრანსპორტით:
ავტობუსი: №1, №1ა, №10, №10ა.
ბათუმი-ქობულეთი
მისამართი: კათოლიკური ეკლესიის ეზო
ფასი: 2 ლარი
ბათუმი-ქედა
მისამართი: ბათუმის ძველი ავტოსადგური მაიაკოვსკის ქ. №1
ფასი: 2,5 ლარი