კანიონინგი

აღწერა

უჩხოს კანიონი ზემო აჭარაში, სოფელ უჩხოში  მდებარეობს. კანიონის საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1750 მეტრს, სრული სიმაღლე ზ. დ.-დან 1200 მეტრია, სიმაღლეთა სხვაობაა 550 მეტრი.

 უჩხოს კანიონის სტრუქტურული აგებულება და წყლის დებეტი საუკეთესო პირობებს ქმნის  აჭარაში კანიონინგის   განვითარებისთვის. კანიონი გამორჩეულია სხვადასხვა სირთულის კასკადოვანი ჩანჩქერებით. მოგზაურებს ჯამში  12 სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერი ხვდება, რომელთაგანაც უმაღლესი 40 მეტრია.

უჩხოს მიმართულება არის კანიონიგის პირველი ტურისტული მარშრუტი აჭარაში, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს.

 

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხდეთ: მიკრო ავტობუსი ბათუმი-უჩხო, ბათუმი-ხულო. გასვლის ადგილი: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ.№1.

გალერეა


სხვა აქტივობები