ველოსიპედით სეირნობა

აღწერა

ბათუმის ბულვარის სიგრძე 7 კილომეტრს შეადგენს, ამიტომ ის საუკეთესო ადგილია ველოსიპედის მოყვარულთათვის.

თუ ველოსიპედით გასეირნებას მოინდომებთ,  შეგიძლიათ ისარგებლოთ "ბათუმველოს" მომსახურებით. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ ბმულს – www.batumvelo.ge და გადმოიწეროთ აპლიკაცია. 

Mobile აპლიკაციის ინსტალაციისთვის, დააჭირეთ ღილაკს „GO TO APP“, შემდეგ სოციალური ქსელით გაიარეთ რეგისტრაცია  და გადახდის განსახორციელებლად მიამაგრეთ სასურველი ბარათი (Visa, Mastercard, Amex ტიპის).

ველომომსახურების ტარიფი:

1 წუთი - 8 თეთრი;

1 საათი - 4,80ლარი.

როგორ გავააქტიუროთ ველოსიპედი?

• შეიყვანეთ ველოსიპედის სამნიშნა ნომერი ან დაასკანერეთ QR კოდი;

• დააჭირეთ ღილაკს – „დაიწყეთ მოგზაურობა“ და ჩამკეტის გახსნის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მოძრაობა.

მოძრაობის დასრულება:

• შესაძლებელია რუკაზე მითითებულ BATUMVELO-ს ლოკაციებზე.

• დასრულებისთვის ბორბალზე ჩაკეტეთ ჩამკეტი და  დარწმუნდით, რომ ნამდვილად დაიკეტა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი - ნინოშვილის ქ. №2 (ბულვარის ცენტრალური შესასვლელი - ტურისტული საინფორმაციო ცენტრი)

ცხელი ხაზი: +995 577 37 76 76

ვებ-გვერდი: https://batumvelo.ge/main; https://www.batauto.ge/ბათუმველო 

გარდა ამისა, ბულვარის ტერიტორიაზე  შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კერძო ველოსიპედების ქირაობა, რომლებიც განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. 

როგორ მოვხვდეთ

ბათუმის ბულვარის ტერიტორია - ავტობუსი: №1, №1ა, №10, №10ა

„ბათუმველო“ - ძველი ბულვარის ცენტრალური შესასვლელი (ნინოშვილის ქ. №2)


სხვა აქტივობები