აღწერა

აღწერა:

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი მდებარეობს  სწორედ იმ შენობაში, სადაც XIX საუკუნის 80–იანი წლებიდან დაახლოებით 1917 წლამდე  „ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის“ სამუშაო ოფისი, იგივე „ბათუმის კანტორა“ იყო განთავსებული.

მუზეუმი წარმოგიდგენთ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის ბათუმში, ძმები ნობელების, ბარონი ალფონს როტშილდის, მანთაშევის, შელენგოვსკის, კომპანია „ტრუდის“ და სხვათა მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მასალებს.

მუზეუმში გაეცნობით ბათუმის ოლქში საუფლისწულო მამულების განვითარების არაერთ საინტერესო ისტორიას, მათ შორის ჩინელი ლაო ჯინ ჯაოს ღვაწლს ბათუმის შემოგარენში; ჩაის პლანტაციებისა და მისი დამუშავების ტექნოლოგიებს  XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე;

განსაკუთრებით აღსანიშნავია თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებული ისტორია, აგრეთვე მასალები ფოტოგრაფიის პირველი დიდოსტატის პროკუდინ-გორსკის შესახებ.

 

მისამართი: ბათუმი, ლესელიძის ქ. №3.

 

კონტაქტი: (+995) 577 29 99 49.

აქტივობები

ბილეთის ფასები:

 

სტანდარტული - 6 ლარი

საექსკურსიო ინდივიდუალური  – 15 ლარი

საექსკურსიო  ჯგუფური  ( 6 დან – 30 მდე ვიზიტორი) – 10 ლარი

 

სერვისები და ფასები

 

სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00-18:00.

 

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

ავტობუსი №10, №15.

მიკროავტობუსი №31, №40.

მსგავსი ადგილები