აღწერა

აღწერა:

 

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს. მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე  შეასრულეს კიდეც.

მუზეუმში დაცულია 180 000  მეტი სხვადასხვა სახის  ექსპონატი

ასევე ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, ხარიტონ ახვლედიანის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1937წელს დაარსდა და მასში ინახება  63000 ბეჭდური  წიგნი და ჟურნალი  სხვადასხვა ენებზე, მათ შორის, ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

 

მისამართი: ბათუმი,ხარიტონ ახვლედიანის ქ. №4.

 

კონტაქტი: (+995 422) 271 175

 

სერვისები და ფასები

სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00-18:00.

 

ბილეთის ფასები : 

სტანდარტული - 6 ლარი

საექსკურსიო ინდივიდუალური  – 15 ლარი

საექსკურსიო  ჯგუფური  ( 6 დან – 30 მდე ვიზიტორი) – 10 ლარი

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

ავტობუსი №4, №9, №17,

მიკროავტობუსი №21, №26, №31, №32.

მსგავსი ადგილები