აღწერა

აღწერა:

 აჭარის ხელოვნების მუზეუმი თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მის ფონდებში  დაცული ექსპონატები ქმნის სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე.


 მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის კახა ჯავახიშვილის მიერ 1949 წელს. ეს მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა თავისი ფუნქციონალური სტრუქტურით და ესთეტიკური გამომსახველობით. იგი ხასიათდება მკაცრი, დახვეწილი არქიტექტონიკით, დეკორის სისადავით. ფასადს ამშვენებს გამოჩენილი მოქანდაკის თამარ აბაკელიას მიერ შესრულებული რელიეფური ფრიზი (1951 _ 52წწ.)

ხელოვნების მუზეუმი დაარსდა 1995 წელს, დაიწყო სამუზეუმო კოლექციების შევსება. დღესდღეობით მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მხატვართა მთელი პლეადა _ ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, მერაბ ბერძენიშვილი,  გია ბუღაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვა ოსტატები, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი.

 ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 19 დეკემბერს.

 

მისამართი: ზ. გორგილაძის ქ. №8.

 

კონტაქტი: (+995 422) 27 38 94.

სერვისები და ფასები

 

სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00-18:00.

 

 

ბილეთის ფასები :

სტანდარტული - 6 ლარი

საექსკურსიო   – 7 ლარი

 

სერვისები:

 

სივრცე მუდმივმოქმედი გამოფენებისთვის

სივრცე დროებითი გამოფენებისთვის

დამოუკიდებელი საგამოფენო სივრცე - გალერეა, რომელიც გაიცემა

დღიური არენდით გამოფენების მოსაწყობად

მაღაზია სალონი

QR კოდები

აუდიო (ქართულენოვანი / ინგლისურენოვანი / რუსულენოვანი) QR გიდი

გიდები (ქართულენოვანი / ინლისურენოვანი / რუსულენოვანი)

საგანმანათლებლო პროგრამები

ვირტუალური ტური

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

ავტობუსი №4, №9, №17,

მიკროავტობუსი №21, №26, №31, №32.

მსგავსი ადგილები