აღწერა:
შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სხალთაში, მისსავე ყოფილ საცხოვრებელ სახლში, მდინარე სხალთისწყლის მარცხენა სანაპიროზე. სახლი თვითონ შერიფ ხიმშიაშვილის პროექტით აშენდა 1873 წელს. სახლ-მუზეუმში განთავსებულია 535 კოლექცია. მათ შორის, ფერწერის ნიმუშები, სკულპტურა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკა, ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, სხვადასხვა სახის ფოტო-მასალა, დოკუმენტები, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურა. სახლ-მუზეუმში აგრეთვე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხიმშიაშვილების საგვარეულო, საოჯახო და ყოფით ნივთებს. სახლ-მუზეუმში წელიწადში ორჯერ ეწყობა ხულოს სამხატვრო გალერეის ნახატების გამოფენა, ასევე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, კინო-ფილმების ჩვენება და განხილვა, კონფერენციები და ლექციები სხვადასხვა საკითხებზე.
მისამართი: ხულო, სოფ. სხალთა
კონტაქტი: (+995) 591 44 66 09 / (+995) 551 09 81 28.
ქართულ ენოვანი გიდის მომსახურება
სამუშაო საათები:
ზაფხული 10:00-20:00, ყოველდღე,
ზამთარი 10:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა.
ფასი: უფასო.
როგორ მოვხვდეთ:
მიკრო ავტობუსი ბათუმი-სხალთის მიმართულებით,
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.