აღწერა

აღწერა:

გალერეა დაარსდა აჭარის ა.რ. კულტურის სამინისტროს სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებით 2001 წლის 18 დეკემბერს და გაიხსნა 2002 წლის 25 აპრილს. მუდმივმოქმედ გალერეაში განთავსებულია აჭარისწყლის ხეობის მხატვართა ნამუშევრები.

გალერეის საექსპოზიციო დარბაზში განთავსებულია შემდეგი კოლექციები: ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, გობელენი.

ხულოს სამხატვრო გალერეა აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს. ის მაპინძლობს, როგორც ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებს.

 

მისამართი: დაბა ხულო, ცენტრი.

 

კონტაქტი: (+995) 551 09 81 56

 

სერვისები და ფასები

სამუშაო საათები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00-18:00.

 

ფასი: უფასო.

 

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი-ხულოს მიმართულებით,

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

მსგავსი ადგილები