აღწერა

აღწერა:

ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1983 წელს და დღემდე ფუნქციონირებს. მუზეუმში ძირითადად დაცულია აჭარის ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი მასალები, ΧΙΧ-ΧΧ სს-ების შრომის იარაღები, სპილენძისა და თიხის ჭურჭელი, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, ისტორიის ამსახველი მასალები, ნაქარგები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივ ხელოვნების მუშაკთა ფოტომასალები და ა.შ. მუზეუმში განთავსებულია შემდეგი განყოფილებები: ეთნოგრაფია, სკულპტურა, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა, ისტორიის ამსახველი ფოტომასალები და გრაფიკა. მუზეუმში დაცული ექსპონატები ასახავენ ხულოს მუნიციპალიტეტის ისტორიას. აქ პერიოდულად იფინება ფონდში დაცული ექსპონატები, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, წინასწარი შეთანხმებით, ტარდება სამუზეუმო გაკვეთილები და საუბრები მუზეუმების შესახებ. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის, შესწავლისა და მოვლა-პატრონობის სფეროში.

 

მისამართი: დაბა ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. №9.

 

კონტაქტი: (+995) 551 09 82 40 (+995) 551 09 82 39

სერვისები და ფასები

სამუშაო საათები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00.

 

ფასი: უფასო.

 

როგორ მოვხვდეთ

მიკროავტობუსი ბათუმი-ხულოს მიმართულებით,

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.   

მსგავსი ადგილები