სოფ. მილისი - მთა მილისი - მაჭახელას ეროვნული პარკი - სოფ. აჭარისაღმართი

მარშრუტის ტიპი:  გამჭოლი;
მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საველოსიპედო;
მარშრუტის სირთულე:  მარტივი;
მარშრუტის საერთო სიგრძე14,2კმ.;
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან938 მ.;
მარშრუტის ხანგრძლივობა6-7 საათი;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული;
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: აპრილი -ოქტომბერი

მარშრუტი არ არის მარკირებული

მარშრუტი, სოფელი მილისიდან იწყება  და გრუნტიან სამანქანო გზას მიუყვება. მისი გავლა შესაძლებელია როგორც მანქანით, ასევე ფეხით. ბილიკის გარკვეულ მონაკვეთებზე  მაღალი გამავლობის მანქანითაც  მიხვალთ. მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრებთან,  სადაც ხელოვნული ხერგილებია გაკეთებული, მანქანით ვერ გაივლით. აქ შესაძლებელია, დატოვოთ მანქანა და ფეხით გააგრძელოთ მარშრუტი, ან გადახვიდეთ უჩხითში და იქიდან მანქანით გადახვიდეთ მაჭახელაში.

სოფელ მილისიდან მთა მილისამდე 4 კილომეტრია, რომელსაც მაღალი გამავლობის მანქანით გაივლით. მთა მილისიდან მთავარანგელოზის მთისკენ მიმავალ 5 კილომეტრიან გზას კი ფეხით აგრძელებთ. მარშრუტი აქ მაჭახელას ეროვნული პარკის საფეხმავლო ბილიკს კვეთს და გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, გრუნტიან სამანქანო გზაზე გრძელდება. 1 კილომეტრის გავლის შემდეგ, გზის საფარი  ბეტონის გზით იცვლება და 4 კილომეტრის გავლის შემდეგ, მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან ჩადის.

 მარშრუტი მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გრძელდება. ჩრდილოეთით, ბეტონის გზა სოფელ აჭარისაღმარში ადის. 4 კილომეტრის გავლის შემდეგ, გზა ისევ  გრუნტიანი ხდება. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით. 1 კილომეტრის გავლის შემდეგ შეგხვდებათ გზაგასაყარი. აქედან დასავლეთით, მთავარანგელოზის მთის ბილიკი გრძელდება. 2 კილომეტრის შემდეგ, მეორე გზაჯვარედინია, საიდანაც ჩრდილოეთის მიმართულებით გზა სოფელი უჩხითისკენ ჩადის. გადასახვევიდან 4 კმ-ში კი, აღმოსავლეთით,  სოფელი მილისია.

 

 

 

 

სხვა მარშრუტები

ველობილიკი ,,კავიანი

მარშრუტის სიგრძე: 3,6 კმ. ტიპი: ხაზოვანი ტურის სირთულე: ექსტრემალური ლანდშაფტი: მთაგორიანი პროფე ...

ხაბელაშვილები-ჯვარიმინდორ ...

მარშრუტის ტიპი: შერეული- საცხენოსნო, საველოსიპედე, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშუალ ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში ...

    მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კი ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე ...

    მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...

სოფელი მინდაძეები - იაილა ...

მარშრუტის ტიპი: წრიული;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;მა ...

თაგო - სხალთის საფეხმავლო ...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...