ველომარშრუტი ბათუმი-მირვეთი-ბათუმი

 

 

მარშრუტის ტიპი: წრიული
მარშრუტის სიგრძე - 50 კმ
გზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო გრუნტიანი გზა
მარშრუტის სირთულე - საშუალო
მანძილი ბათუმიდან - 27 კმ
მანძილი ბათუმამდე -23 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან დასაწყისში 3 მ, დასასრულს 50 მ
ველოსიპედის სადგომი: 2
საპიკნიკე ადგილი: 1 

ველომარშრუტის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ გახვიდეთ ქალაქგარეთ, მოინახულოთ ულამაზესი ადგილები, გზად დაათვალიეროთ ბათუმის ღირშესანიშნაობები, ზღვისა და მთის უმშვენიერესი პანორამული ხედები, ასევე მდინარეები, მთები და ტყეები.

მარშრუტი იწყება ბათუმის ბულვარიდან და მიუყვება ბულვარის ველობილიკს (6 კმ)  აეროპორტის გადასახვევთან შევუხვევთ მარცხნივ და გავივლით აეროპორტის ტერიტორიას, მდინარე ჭოროხზე, საავტომობილო ხიდის გავლით ვაგრძელებთ გზას ახალსოფლის მიმართულებით, ჭოროხის მარცხენა სანაპიროს გაყოლებით გავივლით ულამაზეს სოფლებს, ხეხილისა და მანდარინის ბაღებს და მახოს ხიდის გადაკვეთის შემდეგ, გადავდივართ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, საიდანაც გზა გრძელდება ბათუმი-ახალციხის მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე და აუყვება მაჭახელას ხეობას. მაჭახელას ხეობისკენ მიმავალი მთავარი გზიდან მარშრუტი უხვევს  სოფ მირვეთისკენ, გადაკვეთს მდინარე ჭოროხზე არსებულ დაკიდულ ხიდს და სასოფლო გრუნტოვან გზაზე, დაახლოებით 1 კილომეტრის გავლის შემდეგ, მივდივართ დანიშნულების პუნქტთან - სოფელ მირვეთის საპიკნიკე ტერიტორიასთან, სადაც მოინახულებთ მირვეთის ჩანჩქერს, XII საუკუნეში აგებულ თაღოვან ხიდს და ბზების ხეივანს. აქვე შესაძლებელია კარვების გაშლა, მწვადის შეწვა და მდინარეში ბანაობა.

უკანა გზა - მარშრუტი უკან ეშვება ბათუმი-ახალციხის მთავარ ავტომაგისტრალზე მახოს ხიდის გავლით ხელვაჩაურის მიმართულებით. ნახევარი გზის გავლის შემდეგ გზა უხვევს მარცხნივ, მეჯნისწყალზე, სადაც დგას ნიშნული, მოასფალტებული გზით მივდივართ აეროპორტის გზაჯვარედინთან და ამის შემდეგ გზა სრულდება იქ, საიდანაც დაიწყო მარშრუტი თავდაპირველად.

მარშრუტის დაწყება შესაძლებელია, როგორც ბათუმიდან, ასევე სოფელ აჭარისწყლიდან, რომელიც მდებარეობს  ბათუმიდან 17 კმ მოშორებით. იმ შემთხვევაში თუ მოგზაურობას დაიწყებთ სოფელ აჭარისწყლიდან, საჭიროა ველოსიპედების მიტანა სპეციალური ტრანსპორტით დანიშნულ ადგილამდე, შემდეგ კი ველოსიპედებით გაგრძელება სოფელი მირვეთისკენ.

ტრანსპორტი

როგორ მივიდეთ მირვეთამდე და სად ვიქირავოთ ველოსიპედი?

ზოგადად სოფ. მირვეთამდე მისვლა შესაძლებელია მაჭახელას მიმართულებით მიმავალი მუნიციპალური ტრანსპორტით ( სამარშრუტო ტაქსი ) მგზავრობის ღირებულება 2 ლარი.
ქვედა ჩხუტუნეთი -ბათუმი 07:00
ბათუმი ქვედა ჩხუტუნეთი 16:00
ზედა ჩხუტუნეთი -ბათუმი 09:00
ბათუმი- ზედა ჩხუტუნეთი 12:30
ტრანსპორტი გაივლის მირვეთის დაკიდულ ხიდთან , რომლისგანაც საპიკნიკე ტერიტორია და ჩანჩქერი 1 კილომეტრში მდებარეობს.
ორგანიზებული ინდივიდუალური ან ჯგუფური ექსკურსიით
ტაქსით ( დაახ. 80 ლ ) ან საკუთარი ტრანსპორტით

ველოტურის ორგანიზება ველოსიპედის ქირაობა

"ველომან ექსტრიმი"

მის: ქ. ბათუმი, პუშკინის ქუჩა 116
სამუშაო საათები: 11:00 - 20:00
ტელ: +995 555 916 421
Email: velomanextreme@gmail.com

"მერკური ტური"
მის: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა 3ა
ტელ: +995 597 87 00 47
Email: info.mercuritour@gmail.com

რეკომენდაცია 

  • მარშრუტის გავლა ხდება სამთო ველოსიპედით, ამიტომ   სასურველია გამოცდილი ველოსიპედისტის ან ინსტრუქტორის გაყოლა
  • მარშრუტის დიდ ნაწილი მიუყვება ავტომაგისტრალს, ამიტომ უნდა გამოიჩინოთ  დიდი ყურადღება მაგისტრალზე მოძრაობისას
  • ჯგუფი უნდა წავიდეს  ერთ მწკრივში 2 მეტრიიანი ინტერვალით
  • დაუშვებელია გზის მთლიანად დაკავება
  • არ დაგავიწყდეთ ჩაფხუტი და დაივიწყეთ ყურსასმენები
  • აუცილებლად იქონიეთ სარეზერვო  ტექნიკური აღჭურვილობა
  • სასურველია იქონიოთ მცირე ზომის სამედიცინო ჩანთა
  • მუნიციპლურ ტრანსპორტს არ აქვს სპეციალური ველოსიპედების დასამაგრებელი მოწყობილობა, ამიტომ თუ მოგზაურობას მუნიციპალური ტრანსპორტით გადაწყვეტთ, აუცილებელია შეუთანხმდეთ უშუალოდ მღოლს.

სოფ. მირვეთში ყველა ხიდი არის ძალიან ვიწრო , ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ნაგვის მანქანებით შესვლა , ამიტომ ნარჩენების გატანა ხდება ხელით.
უახლოესი ნაგვის ურნა მდებარეობს მირვეთის დაკიდულ ხიდთან ( 1 კმ მანძილში ).

სხვა მარშრუტები

გოდერძის უღელტეხილი-ალმას ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...

გოდერძის უღელტეხილი-ალმას ...

მარშრუტის ტიპი: გამჭოლი,  საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო ს ...

ხიხაძირი - შუამთის ტბები ...

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართვ ...

სამთო-სათხილამურო კურორტი ...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა ...

დაბა ხულო - სოფ. ზედა დეკ ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან სოფ. ქედლებამდე - 4.8 კმ.; ხ ...

გოდერძის უღელტეხილი-ალმა ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...