აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართველო-თურქეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩაივლის და აუცილებელია წინასწარ ნებართვის აღება.
მარშრუტის ტიპი: წრიული, შერეული: საავტომობილო(4X4) და საფეხმავალო. შესაძლებელია მოგზაურობა ველოსიპედით და ცხენით;
მარშრუტის სირთულე: საშუალო
მარშრუტის ხანგრძლივობა: 1 დღე;
მარშრუტის საერთო სიგრძე: 32-33 კმ.;
მარშრუტის საფახმავლო მონაკვეთის სიგრძე(ორი მიმარულებით): 3კმ.;
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2216 მ.;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი
მარშრუტის საწყისი პუნქტია ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ხიხაძირი, რომელიც ხულოს ცენტრიდან 41კმ.-ით არის დაშორებული, ბათუმიდან კი 116 კმ.-ით. მარშრუტი საავტომობილო გზას მიუყვება და 3,3 კმ.-ის შემდეგ სოფელ ქვედა თხილვანაში შედის, სადაც სურვილის შემთხვევაში ძველ ნასაყდრალს და მეჩეთს მოინახულებთ. მარშრუტი ქვედა თხილვანადან ნახევარ წრეს აკეთებს და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, აღმართებით მიემართება, 6 კმ.-ის გავლის შემდეგ, გოდერძის უღელტეხილის და სოფ. ხიხაძირის შემაერთებელ გზაზე გადადის, 2,2 კილომეტრში კი უსახელო უღელტეხილია, საიდანაც საოცარი ხედები იშლება. აქ შესვენება და ფოტოების გადაღება სასიამოვნოს გახდის მოგზაურობას. უღელტეხილთან ახლოს, დაახლოებით 200 მეტრში, ალპურ მდელოებთან ულამაზესი ტბაა, შუამთის ოთხი ტბიდან ყველაზე დიდი. მიმდებარედ იაილებია გადაშლილი, პატარა ხის სახლებით, სადაც ზაფხულის პერიოდში ყოველთვის ხალხმრავლობაა. ვიზიტორები აქ დააგემოვნებენ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებს და სურვილის შემთხვევაში თავადაც ჩაერთვებიან მომზადების პროცესში. შუამთის იაილებიდან მარშრუტი სამხრეთის მიმართულებით გრძელდება და გაივლის რა კიდევ სამ მცირე ზომის ტბორს, დაღმა ეშვება და 2,5 კილომეტრის შემდეგ წიფლნარის იაილებში ჩადის. ეს არის ულამაზესი ადგილი, საიდანაც ყველა მიმართულებით შთამბეჭდავი ხედები იშლება. წიფლნარის იაილებიდან მარშრუტი მდინარე ჭაჭუნის ხეობას მიუყვება და 2 კმ.-ის შემდეგ სასაზღვრო კონტროლის პუნქტთან მიდის. გზად (1,5 კმ. დასახლებიდან) ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ კიდევ ერთი ლამაზი ტბა.
სასაზღვრო - საკონტროლო პუნქტზე ვიზიტორები გაივლიან სავალდებულო მარტივ შემოწმებას და ხიხანის ციხისკენ გაემართებიან. სასაზღვრო კონტროლის პუნქტიდან 1,5 კილომეტრის შემდეგ მარშრუტი საფეხმავლო ბილიკით გრძელდება, რომელიც მკვეთრი აღმართებით ხიხანის ციხის კომპლექსში (X-XI, XVII-XIXს.) ადის. 1,5 კილომეტრიანი ბილიკი უსიერ ტყეში გადის და საშუალო სირთულის კატეგორიას მიეკუთვნება. ხიხანის ციხის კომპლექსი 2216 მ. სიმაღლეზეა განლაგებული (მარშრუტის უმაღლესი სიმაღლე). კომპლექსის ნაწილი რესტავრირებულია, მაგრამ შემორჩენილია ისტორიული ფრაგმენტებიც. აქედან ისევ სოფ. ხიხძირისკენ მივემართებით.
ინფორმაცია მოგზაურებისთვის:
მარშრუტის ტიპი: წრიული;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;მა ...
მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო, საველოსიპედემარშ ...
მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედე;მ ...
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშ ...
მარშრუტის საერთო სიგრძე - 45 კმ; საავტომობილო მონაკვეთის სიგრძე-11კმ; საფეხმავლო მონაკვეთის სიგრძე ...
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან სოფ. ქედლებამდე - 4.8 კმ.; ხ ...