სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

მდებარეობა: აჭარა, ხულო
მანძილი ბათუმიდან: 115 კმ
მანძილი ხულოდან: 25 კმ
ზღვის დონიდან : 2 000
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2 366 მ
სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე: 8კმ
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო, 4x4
სეზონი: დეკემბერი-აპრილი
ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად

კურორტი გოდერძი, რომელიც საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან უხვთოვლიანობით გამოირჩევა, 2015 წელს გაიხსნა. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან-აპრილამდე გრძელდება. გოდერძის დათოვლილი ფერდობები  განსაკუთრებით იზიდავს გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებს.

საბაგირო
კურორტზე ფუნქციონირებს ორი ტიპის საბაგირო, რომელთა საერთო სიგრძე 3,5 კმ-ს აღემატება. საბაგირო გზის პირველი სადგური ზღვის დონიდან 1 724 მ.-ზე, ხოლო ბოლო სადგური- 2 350 მ.-ზე მდებარეობს. საბაგიროებით  შესაძლებელია 96 ადამიანის ტრანსპორტირება ერთდროულად.

საბაგირო

გონდოლა (8ადგილი)

ბაბლი (6 ადგილი)

სიგრძე

1 807 მ.

1 974 მ.

დრო

8 წთ.

9 წთ.

სიჩქარე

6 მ/წმ

5 მ/წმ

 

საბაგირო მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში: 

სამუშაო დღეებში 10:00-დან 16:00 საათამდე.
შაბათ-კვირას 10:00-17:00
ტელ: +995 577 35 50 04

საბაგიროს ფასები:

ერთი ასვლა: 5ლარი

1 დღიანი: 25ლარი, ბავშვები-15 ლარი

2 დღიანი: 48 ლარი, ბავშვები -28 ლარი

3 დღიანი: 71 ლარი, ბავშვები- 42ლარი

4 დღიანი: 92 ლარი, ბავშვები-55 ლარი

5 დღიანი: 114 ლარი, ბავშვები-68 ლარი

6 დღიანი: 133 ლარი, ბავშვები-80ლარი

7 დღიანი: 145 ლარი, ბავშვები-87 ლარი

5 დღე კვირაში: 122 ლარი, ბავშვები-87 ლარი

7 დღე სეზონზე - 312 ლ. ბავშვები - 156 ლ.

10 დღე სეზონზე - 420 ლ. ბავშვები - 210 ლ.

სეზონური: 600 ლარი, ბავშვები - 300 ლარი,

სეზონური-სტუდენტური: - 300 ლარი

მგზავრობა  ნერბისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
სტუდენტებზე გაიცემა სეზონური აბონიმენტი, მხოლოდ სტუდენტური ბარათის წარდგენის შემთხვევაში.

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია

ტრასა

სირთულე

მანძილი

ზანკა

საშუალო

2 000 მ.

ჭანჭახი

რთული

2 300 მ.

ჭანჭახი 2

საშუალო

2 400 მ.

 

 

 

 

 

 

ტრასებს დაემატა 2 კატეგორია: 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი „MAGIC CARPET”.

სასრიალო აღჭურვილობა:

ტარიფები

1 საათი

მთელი დღე

თხილამურები

10 ლარი

30 ლარი

ციგა

5 ლარი

20 ლარი

სნოუბორდი

10 ლარი

30 ლარი

ინსტრუქტორი

20 ლარი

-

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელდარ ბოლქვაძე: +995 577 22 15 83  
ზაზა კოჩალიძე: +995 598 09 92 34
რამინ გელაძე: +995 591 71 82 91

ტრანსპორტი
როგორ მოვხვდეთ კურორტზე?

ხულოს ცენტრიდან კურორტზე მისასვლელი გზა (30 კმ.) არ არის მოასფალტებული, ამიტომ გადაადგილება რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით. ზამთარში ბათუმიდან კურორტ გოდერძის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის. გთავაზობთ კურორტზე მოხვედრის რამდენიმე ვარიანტს:

1. მუნიციპალური ტრანსპორტით ასვლა ბათუმიდან  სოფ. დანისპარაულამდე (გოდერძიდან 5 კილომეტრში), ხოლო დანისპარაულიდან მაღალი გამავლობის ავტომობილის ქირაობა კურორტის მიმართულებით. ერთი გზის საფასური  25-30 ლარია.

სამარშრუტო ტაქსი

მიმართულება

დრო

ფასი

ბათუმი - დანისპარაული

11:15; 15:30

8 ლარი

დანისპარაული - ბათუმი

08:00; 17:30

8 ლარი

დანისპარაული - ხულო

08:30

2 ლარი

ხულო - დანისპარაული

13:00

2 ლარი

 

2. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის ქირაობის  საფასური დამოკიდებულია ტრანსპორტის სახეობაზე, გზის მდგომარეობასა და ამინდზე.
მგზავრობის საფასური:
ბათუმი- გოდერძი - 250-350 ლარი
ხულო -გოდერძი-70-100ლარი

3. ბათუმის ავტოსადგურიდან მუნიციპალური ტრანსპორტით ასვლა ხულოს ცენტრამდე  და იქიდან მაღალი გამავლობის ტრანსპორტის ქირაობა. ბათუმიდან ტრანსპორტი მოძრაობს საათში ერთხელ 07:30-დან 18:00-მდე  (ფასი 6 ლარი).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. 1
ტელ: +995 422 27 85 47

4. ხულოს ცენტრიდან გოდერძის მიმართულებით სეზონურად მოძრაობს უფასო მიკროავტობუსი. სასურველია ხულოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გადამოწმება

ხულო-გოდერძი-10:00 სთ.
გოდერძი-ხულო-16:00სთ.

5. ადიგენის მხრიდან გოდერძის უღელტეხილამდე (სასრიალო ტრასამდე) შესაძლებელია კეზბორერით გადაადგილება.
მგზავრობის ხანგრძლივობა -1 სთ და 30წთ
ფასი: 300 ლარი.
ტელ: +995 598 09 53 54 / +995 551 54 77 47

კურორტი გამოირჩევა უხვი ნალექით. რეკომენდებულია გამგზავრებამდე ხულოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში გადაამოწმოთ ინფორმაცია გზის მდგომარეობის შესახებ: ტელ: +995 577 90 90 15

ტრანსპორტსა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე: +995 577 90 90 93 ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.gobatumi.com

სხვა მარშრუტები

სოფ. ოქტომბერი - მთა დიდვ ...

მარშრუტის ტიპი:  გამჭოლი, ცალმხრივი;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნ ...

ბრილი-ლელთის ტბა-ხაბელაშვ ...

მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშუალომარშრუტის საერთო ...

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნ ...

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც ...

მტირალას ეროვნული პარკი

პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმ ...

ველობილიკი ,,კავიანი

მარშრუტის სიგრძე: 3,6 კმ. ტიპი: ხაზოვანი ტურის სირთულე: ექსტრემალური ლანდშაფტი: მთაგორიანი პროფე ...

თაგო - სხალთის საფეხმავლო ...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...