ხაბელაშვილები-ჯვარიმინდორი-პერანგა-ცხემლისი (ჭვანის ხეობა)

მარშრუტის ტიპი: შერეული- საცხენოსნო, საველოსიპედე, საავტომობილო (4/4)
მარშრუტის სირთულე:  საშუალო
მარშრუტის ტიპი: წრიული
მარშრუტის ხანგრძლივობა1 დღე
სიმაღლე ზღვის დონიდან2507 მ.
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი

 

წრიული მარშრუტი იწყება შუახევის რაიონის სოფელი ხაბელაშვილებიდან, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა სამსაუკუნოვანი ხის თაღოვანი ხიდია - გამორჩეული თავისი ავთენტურობით, არქიტექტურით, გამოყენებული მასალით და გადახურვის ტექნოლოგიით. ხიდი სიმწვანეშია ჩაფლული და მნახველზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. მასთან მოსახვედრად, ფეხით 430 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლაა საჭირო. სოფლის სკოლის შენობიდან საცალფეხო ბილიკს მივყავართ ჩანჩქერთან და მდინარეზე ჩამწკვრივებულ ხის ძველ წისქვილებთან, რომლებსაც ადგილობრივები დღესაც იყენებენ. იქვეა საპიკნიკე ადგილები. სოფელში ფუნქციონირებს ეთნოგრაფიული მუზეუმი.

სოფ. ხაბელაშვილებიდან მარშრუტი მიუყვება საავტომობილო გზას და 15,4 კილომეტრის გავლის შემდეგ,  ულამაზეს ადგილამდე ადის, რომელსაც ადგილობრივი მუსახლეობა  ჯვარიმინდორს უწოდებს. სახელი ადგილს დაერქვა იმ ჯვრის საპატივცემულოდ, რომელიც მე-18 საუკუნეში აჭარელმა ღვთისმსახურებმა დამპრობლებისგან  გადამალეს და იხსნეს. ამას გარდა, ამ მთის მწვერვალზე, ჯვარი ბუნებრივად არის ქვაზე გამოსახული. აქ არის  გზაგასაყარი, სადაც კინტრიშის დაცული ტერიტორია, შუახევის მუნიციპალიტეტი და გურიის რეგიონი ერთმანეთს უკავშირდება.

შორი გზიდან მომავალ მგზავრს შეუძლია ჯვარიმინდორზე მდებარე საიალაღო სახლებში შეისვენოს, სუფთა ჰაერსა და ნოყიერ ბალახზე გაზრდილი საქონლის რძის პროდუქტები მიირთვას და წყალიც მოიმარაგოს. სოფ. ხაბელაშვილებიდან ჯვარიმინდვრამდე მიმავალ გზაზე თავისუფლად გადაადგილდებიან მიკროავტობუსები, მაგრამ მსუბუქ მანქანებს უჭირთ მოძრაობა და გადაადგილება უმჯობესია მაღალი გამავლობის მანქანით.

ჯვარიმინდვრიდან მარშრუტს აგრძელებს საფეხმავლო ბილიკი და მიუყვება მთა კაბანასკენ. 4,5 კილომეტრის შემდეგ, მთას შემოუვლის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ადის აჭარა-იმერეთის ქედის თხემზე და მიემართება საზაფხულო დასახლებისკენ(იაილა), სახელწოდებით „პერანგა“. ჯვარიმინდვრიდან პერანგას იაილებამდე მიმავალ 10 კილომეტრიან მონაკვეთზე  ულამაზესი ხედები იშლება ყველა მიმართულებით. დასახლებიდან მარშრუტის გაგრძელება შესაძლებელია, როგორც მაღალი გამავლობის მანქანით, ასევე ფეხით. მოსალოდნელია, რომ გზის დაზიანების გამო შეუძლებელი გახდეს მანქანით გადაადგილება. მარშრუტი პერანგას იაილებიდან  დაბლა ეშვება და 8,6 კილომეტრის შემდეგ სოფ. ცხემლისში ჩადის, ბათუმი-ოზურგეთის საავტომობილო მაგისტრალთან.

მარშრუტის როგორც საწყისი, ასევე ბოლო პუნქტი ჭვანას ხეობაში მდებარეობს. ხეობის უკეთ გასაცნობად, სურვილის შემთხვევაში, მოგზაურს შეუძლია მოინახულოს  ღირშესანიშნაობები: ოთოლთას ციხე, ჭვანას ისტორიული ქვის ხიდი, ასი წლის წინ აგებული მეჩეთი სოფ. ჭვანაში და ცხემლისის ჩანჩქერი.

 

 

 

 

 

 

სხვა მარშრუტები

გოდერძის უღელტეხილი-ალმას ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...

ჩირუხი- შუამთის ტბები

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო, საველოსიპედემარშ ...

ადგილი ბოდიში - სათოვლიას ...

მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საფეხმავლო, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო მარშრუტის საერთო სიგრძე: ...

გოდერძის უღელტეხილის წრიუ ...

მარშრუტის ტიპი:  წრიული, საველოსიპედო;მარშრუტის სირთულე:  საშუალო;მარშრუტის  ...

სოფ. მილისი - მთა მილისი ...

მარშრუტის ტიპი:  გამჭოლი;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საველოსიპედო;მარშრუტ ...

თაგო - სხალთის საფეხმავლო ...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...