ღვინის ტური აჭარაში

 

 

მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი 
მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმ
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
მარშრუტის სირთულე:  მარტივი
გზის საფარი: ასფალტირებული გზა და სასოფლო გრუნტიანი გზა
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრულად

აჭარაში მევენახეობის კერად ქედის მუნიციპალიტეტი მიიჩნევა, სადაც უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებული. მათ შორის გამორჩეულია ჩხავერი და ცოლიკაური. ჩხავერი- ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომლისგან დამზადებული ღვინო ვარდისფერი ელვარებით და ნაზი არომატით გამოირჩევა. ქედაში ასევე გავრცელებულია თეთრყურძნიანი  ვაზის საღვინე ჯიში ცოლიკაური, რომლისგან მზადდება სუფრის ღვინო ცოლიკაური. მევენახეობის გარდა, ქედა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ღვინის ტური მაღალმთიან აჭარაში საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ საოჯახო მარნები, დააგემოვნოთ უნიკალური ადგილობრივი ღვინო და უგემრიელესი ტრადიციული კერძები, ასევე გაეცნოთ მაღალმთიანი აჭარის უმშვენიერეს ბუნებას და ისტორიულ ძეგლებს.

ღვინის მარშრუტი იწყება სოფელ აჭარისწყლიდან, საიდანაც შესაძლებელია გზის გაგრძელება შვიდი სხვადასხვა მიმართულებით, მიუხედავათ იმისა, თუ რომელ მიმართულებას აირჩევთ, მარშრუტის დასაწყისი  ერთსა და იმავე გზას გაივლის.  სოფელ მახუნცეთში შეგხვდებათ ტურისტულად ისეთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა თამარის თაღოვანი ხიდი და მახუნცეთის ჩანჩქერი. ვიზიტორებს შეუძლიათ აქვე დააგემოვნონ ან სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ადგილობრივი წარმოების თაფლი.

ტრანსპორტი
მარნამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ :
მიკროავტობუსით ქედის მიმართულებით (გადის ძველი ბათუმის სადგურიდან).

შუახევის და ხულოს მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსით.
ტაქსით. ღირებულება  დაახლოებით 50-70 ლარი.

საკუთარი ტრანსპორტით.

სხვა დანაჩენ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ ნომრებზე:
+995 577 90 90 93 / +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 86

ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა სრული სია და კონტაქტები შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე www.gobatumi.com

სხვა მარშრუტები

გოდერძის უღელტეხილი-შუამთ ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: წრიული,სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო,საველოსიპე ...

დაბა ხულო - სოფ. უჩხო - ს ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.ასფალტირებული გზა - 6.8 ...

ხულო - სოფ. თაგო - მთა არ ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის სა ...

გოდერძის უღელტეხილი-ალმა ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...

სოფელი მინდაძეები - იაილა ...

მარშრუტის ტიპი: წრიული;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;მა ...

ხიხაძირი - შუამთის ტბები ...

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართვ ...