დაბა ხულო - სოფ. უჩხო - სოფ. უჩხოს ჩანჩქერები

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო
მარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.
ასფალტირებული გზა - 6.8კმ
გრუნტის გზა(4X4) - 1.650კმ
საფეხმავლო ბილიკი(რთული) – 1კმ
მარშრუტის ხანგრძლივობა: 1 დღე
მარშრუტის სიმაღლე ზღ. დონიდან: საწყისი-885 მ.; საბოლოო- 1320მ.
მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი
გზის საფარი: ასფალტირებული, სოფლის გრუნტოვანი, ბილიკი
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული
მარშრუტი რეკომენდებულია: მაისი- სექტემბერი

მარშრუტი არ არის მარკირებული

 

მარშრუტის აღწერა:

მარშრუტი ძალიან საინტერესოა მოლაშქრეებისთვის, სადაც განვითარებულია სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა-კანიონინგი.

უჩხოს ჩანჩქერებისკენ მიმავალი  მარშრუტი  დაბა ხულოდან იწყება, საიდანაც სოფელ უჩხომდე ასფალტირებული გზა (6,8 კმ.) მიემართება. სოფელში გვხვდება მე-12 საუკუნით  დათარიღებული უჩხოს ქვის თაღოვანი ხიდი, აქვე ნახავთ და დაათვალიერებთ ახლადაშენებულ მეჩეთს. სოფლის ცენტრიდან  600 მეტრს გაივლით ასფალტირებულ გზაზე, შემდეგ კი სოფლის გრუნტოვან გზაზე გადახვალთ, რომელზეც  გადაადგილება  მხოლოდ  მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაა შესაძლებელი. ამ გზაზე 2 კმ.-ის გავლის შემდეგ ცხოვრობს ბოლო მოსახლე, საიდანაც 300 მეტრში საფეხმავლო ბილიკი  იწყება. ბილიკი ტყეში შედის და  მიდის პირველ ჩანჩქერთან, რომლის სიმაღლე 17 მეტრია. გზად პატარა მდინარის გადაკვეთა მოგიწევთ. მეორე და მესამე ჩანჩქერამდე მისვლა საკმაოდ სახიფათოა, რადგან არ არსებობს მისასვლელი ბილიკი. მათთან მოსახვედრად ერთადერთი საშუალება მდინარის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდობის ავლაა. მესამე ჩანჩქერი ორკასკადოვანია, პირველი ვარდნის სიმაღლე 7 მეტრია, მეორეს კი - 4 მეტრს აღწევს. მეოთხე ჩანჩქერი მესამე ჩანჩქერიდან 15 მეტრითაა დაშორებული და ისიც ორკასკადოვანია. პირველი ვარდნილის სიმაღლე 3 მეტრია, ხოლო მეორე 8 მეტრს აღწევს. მეოთხე ჩანჩქერთან ბილიკიც სრულდება და უკან დაბრუნება მდინარის მარჯვენა ნაპირით მოგიწევთ. სასმელი წყალი მარშრუტზე მხოლოდ სოფელში გვხვდება, ამიტომ რეკომენდებულია თან წაღება.

 

სხვა მარშრუტები

გოდერძის უღელტეხილი-ალმას ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნ ...

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც ...

ჩირუხი- შუამთის ტბები

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო, საველოსიპედემარშ ...

ადგილი ბოდიში - სათოვლიას ...

მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საფეხმავლო, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო მარშრუტის საერთო სიგრძე: ...

გოდერძის უღელტეხილის წრიუ ...

მარშრუტის ტიპი:  წრიული, საველოსიპედო;მარშრუტის სირთულე:  საშუალო;მარშრუტის  ...

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალ ...

მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედე;მ ...