მანძილი ბათუმიდან: 85 კმ
ფართობი: 710 კვ/კმ
მოსახლეობა: 36 ათასი.
ხულო ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია აჭარაში, რომელიც მდიდარია ისტორიული ღირშესანიშნაობებით, როგორებიცაა შუასაუკუნეებში აგებული ხიხანის ციხე და სხალთის მონასტერი, ფლორითა და ფაუნით, ბუნებრივი რესურსებით, მინერალური წყლებით. მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი კურორტებით: ბეშუმი, გოდერძი და ქედლები. ხულოს ბუნებრივ ღირშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა მწვანე ტბა, რომელიც მდებარეობს კურორტ გოდერძიდან 6 კმ-ის მოშორებით, აქვე კურორტ გოდერძიდან რამდენიმე კილომეტრშია ალპური ბოტანიკური ბაღიც. როცა ხულოში მოხვდებით აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები: კაიმაღი, ბორანო, სინორი, ნაღბიბორა და სხვა.
ძირითადი აქტივობები ხულოში:
1. დააგემოვნებთ რძის პროდუქტები და განსაკუთებული ტექნოლოგიით დამზადებულ აჭარულ ჩლეჩილ ყველს;
2. მოუსმენთ ადგილობრივ უხუცესთა ანსამბლ ბერმუხას მიერ განსაკუთრებულ ქორეოგრაფიულ შესრულებას;
3. ზაფხულში დაკავდებით ცურაობით მწვანე ტბაზე და დალაშქრავთ ხიხანის ციხე;
4. მოინახულებთ XII-XIIIსაუკუნეში აგებულ ისტორიულ სხალთის მონასტერს;
5. დააგემოვნებთ ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულსა და ხილს.
ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები ხულოში:
1. ალპური ბოტანიკური ბაღი;
2. ხიხანის ციხე (XII);
3. კომპლექსი ციხისყელი-ვარციხე(XI);
4. სხალთის მონასტერი(XII);
5. უჩხოს ხიდი(XI-XIII);
6. შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი სხალთის ხეობაში.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხიხაძირი, დანისპარაული, ელელიძეები, თაგო და სხალთა შესაძლებელია ღამისთევა ერთი ან რამდენიმე დღით. აქ თქვენ შეიგრძნობთ ტრადიციული აჭარული სოფლის ყოფა-ცხოვრებას, მიირთმევთ ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებულ ეკოლოგიურად სუფთა კერძებს და მიიღებთ მონაწილეობას კულინარიულ მასტერკლასში.
ღამისთევა სამჯერადი კვებით - 50 ლარიდან.
მარკირებუილი საფეხმავლო მარშუტები:
ხიხანის ციხე (9,5 კმ) სოფელი თაგო – სხალთის ხეობა (9 კმ)
ტრანსპორტი:
მიკროავტობუსი ბათუმი-ხულო, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის ქ. №1); მგზავრობის ღირებულება - 5 ლარი;
შიდა სასოფლო ტრანსპორტი კი გადის უშუალოდ ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან.