თაგო

სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ბათუმიდან 95 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო  ხულოდან 7 კმ-ით. თაგო - დაბა ხულოს 1800 მ. სიგრძისა და 350 მ. სიმაღლის საბაგირო გზით უკავშირდება, რომელიც ულამაზეს ხედებზე გადის. აქედან  უმოკლესი გზით მოხვდებით სოფელ სხალთაში, ასევე მრავლად შეგხვდებათ საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები.

 

რა ვნახოთ:

საბაგირო გზა;

უმოკლესი გზა სხალთაში გადასასვლელად;

საკემპინკე და საპიკნიკე ადგილები.

 

როგორ მოვხვდეთ :

მიკროავტობუსი ბათუმი - ხულო, ფასი 6 ლარი. მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოსვსკის ქ. №1

ტაქსი, ფასი 70-100 ლარი.

ფოტოგალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

თაგო - სხალთის საფეხმავლო მარშრუტი

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძლებელია ორივე მიმართულებით მარშრუტის საერთო სიგრძე: 9 კმ ხანგრძლივობა: თაგო-სხალთა - 2სთ.45წთ. სხალთა-თაგო - 3სთ.10 წთ. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1125მეტრი ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა –სრული საბაგირო გზის სიგრძე 1719 მ (8 წუთი) მარშრუტი აქტიურია გვიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე   ხულო - სხალთის საფეხმავლო მარშრუტ ...