დანისპარაული

დანისპარაული - ხულოს მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი ლამაზი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მ. სიმაღლეზე მდებარეობს, კურორტ გოდერძამდე 4 კმ-ის დაშორებით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო, კურორტი გოდერძი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც მას მეტად მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებისთვის.  დანისპარაული, ისევე როგორც კურორტი გოდერძი გამოირჩევა განსაკუთრებული ჰავითა და სამკურნალო ჰაერით. ამიტომ ამ ადგილებს ბევრი ადამიანი სტუმრობს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

 

რა ვნახოთ:

კურორტი გოდერძი.

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი - დანისპარაული, გადის ყოველდღე. ფასი 9 ლარი. მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1;

ტაქსი, ფასი 120-140 ლარი.

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2 366 მსათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე: 8კმ მარშრუტის ტიპი: საავტომობილო, 4x4 სეზონი: დეკემბერი-აპრილიფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად კურორტი გოდერძი, რომელიც საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან უხვთოვლიანობით გამოირჩევა, 2015 წელს გაიხსნა. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემ ...