აღწერა

აჭარის ალპური ტბებიდან მწვანე ტბა ის გამორჩეული ადგილია, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. საინტერესოა რომ ტბა დღის განმავლობაში მართლაც მწვანე ფერისაა და საღამოს მოახლოებისას დღის ფერის და ამინდის ცვლილებასთან ერთად, მისი ფერიც იცვლება. მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, გოდერძის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში. ტბასთან მისვლა შესაძლებელია, როგორც მაღალი გამავლობის ავტომობილით, ასევე საფეხმავალო გზით. ტბისკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებასაც გაეცნობით, შეხვდებით მემთეურებს (მსხვილფეხა რქოსანის გამოსაკვებად მთაში დროებით საცხოვრებლად წასულ ადამიანს), რომლებიც აუცილებლად გაგიმასპინძლდებიან ღუმელზე მომზადებული ყავით და ადგილობრივი რძის პროდუქტებით. ტბაზე ასევე, შესაძლებელია დაბანაკება ღამის გასათევად, პიკნიკი და ნავით გასეირნება. თუ გადაწყვიტეთ რომ ტბის შემოგარენი დაათვალიეროთ, აუცილებლად გაისეირნეთ ირგვლივ მდებარე საბანელას და შავი ტბებისაკენ.

 

სამუშაო საათები:
ტბის მონახულების საუკეთესო პერიოდია მაისი-ოქტომბერი.

 

 

სერვისები და ფასები

შესაძლებელია ტბასთან დაბანაკება ღამის გასათევად, პიკნიკი ან ტბაზე ნავით გასეირნება.

 

 

როგორ მოვხვდეთ

ტაქსი, ფასი 150-180 ლარი.

მსგავსი ადგილები

შუამთის ტბები

ხულო

ტბები

ყარაგოლის ტბა

ხულო

ტბები