აღწერა

ყოველწლიურად კურორტ ბეშუმს ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს, თუმცა ვიზიტორების უმეტესობამ არ იცის,, რომ ბეშუმიდან 1 საათის საფეხმავლო და ნახევარი საათის სამანქანე გზაზე, შუამთის საზაფხულო საძოვრებზე, 3 ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული ტბა მდებარეობს. საზაფხულო საძოვრიდან ხედები იშლება ხიხანის ციხესა და მის შემოგარენზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტბებზე გადაიღეს საქართველოდან ოსკარზე წარდგენილი ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“. ჯამში შუამთის იაილებში 5 ტბაა, რომელთაგან სამი მოზრდილია, ხოლო 2 შედარებით პატარაა. შუამთის ტბები, თავისი ავთენტური გარემოდან გამომდინარე, დიდ ინტერესს იწვევს მოლაშქრეებში, ფოტოგრაფებსა და ჯიპ-ტურის მოყვარულებში. ხშირად ტბებზე ღრუბლების მასა ჩამოწვება ხოლმე, რაც გასაოცარ და ერთგვარ მისტიურ გარემოსაც კი ქმნის.

ტბების მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია: ივნისი-სექტემბერი

 

სამუშაო საათები:
ტბების მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია: ივნისი-სექტემბერი

 

როგორ მოვხვდეთ:  
მიკროავტობუსი ბათუმი -  ბათუმი- თხილვანა ,
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოსვსკის ქ. №1
ტაქსი, ფასი 80-100 ლარი

როგორ მოვხვდეთ

მიკროავტობუსი ბათუმი -  ბათუმი- თხილვანა ,
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოსვსკის ქ. №1
ტაქსი, ფასი 80-100 ლარი

მსგავსი ადგილები

მწვანე ტბა

ხულო

ტბები

ყარაგოლის ტბა

ხულო

ტბები