აღწერა

აღწერა:

ყარაგოლის (შავი) ტბა 2 ტბისგან შედგება და ის სარი-ჩაირის საზაფხულო საძოვრების მიმდებარედ, ხულოს მუნიციპალიტეტის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2100-2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბები პანორამულად იშლება ბაკი-ბაკოს და სარი-ჩაირის იალების ფონზე, სადაც ნისლი ხშირად ჩამოწვება ხოლმე. ყარაგოლის ტბები თავისი რელიეფიდან და კლიმატიდან გამომდინარე ნისლით ისეთ კამუფლაჟს იკეთებს, რომ თუ ტბის ლოკაციები წინასწარ არ გაქვთ მონიშნული, ტბასთან ახლოსაც რომ იყოთ, ცუდი ხილვადობის პირობებში მისი თვალით შემჩნევა გაგიჭირდებათ. ეს დრო განსაკუთრებულია საღამოობით და ტბას უფრო შთამბეჭდავ იერსახეს აძლევს. ტბასთან მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით სოფელ ბაკი-ბაკოდან და ასევე შუახევის მხრიდან: ჩირუხი-ბაკი-ბაკოს დამაკავშირებელი სამხედრო გზით.

 

მუნიციპალიტეტი:

ხულო

 

 

როგორ მოვხვდეთ

მიკროავტობუსი ბათუმი-ხულო

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1. 

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ჩირუხი- შუამთის ტბები

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის საერთო სიგრძე: 66 კმ.მარშრუტის ხანგრძლივობა: 1დღესიმაღლე ზღვის დონიდან: 2100მ.ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივ მარშრ ...

მსგავსი ადგილები

მწვანე ტბა

ხულო

ტბები

შუამთის ტბები

ხულო

ტბები